"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
marine |
Oct 19 2019, 10:22 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოდესღაც არსებობდა თავადობის და მონობის ეპოქა. იმისათვის, რომ მონებს თავადებისათვის მათი დაქვემდებარება და პატივისცემა ეჩვენებინათ, მათ წინაშე იჩოქებდნენ. ასევე ჩვენც მეტანიებით ცხადვყოფთ, რომ ვართ ღვთის მდაბალი მონები. ერთგვარი გრძნობადი გზით წარმოვაჩენთ ჩვენს სიმდაბლესა და პატივისცემას.
მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება და ეს ხელს უწყობს, რომ მასთან ღვთის მადლი მოვიდეს. და როცა მადლი მოვა, მისი გული ალივით მოტყინარე ხდება. სიყვარულის ალი მსხვერპლს იღებს. მსხვერპლი და შესაწირავი არის მეტანიები; სიყვარულის მსხვერპლი, თაყვანისცემა. და თაყვანისცემაში მონაწილეობს სრული ადამიანი - სულიც და ხორციც" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ "არ შეიძლება პირჯვრისწრისა და მეტანიის ერთდროულად შესრულება (ჯერ პირჯვარს ვიწერთ და მერე მეტანიას ვასრულებთ)". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 15 2022, 08:32 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ, ეს იყო ზატიკში, ეზოში ვიყავით, კაკლოვანის მახლობლად, და მოულოდნელად მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] მიბრძანებს:
- 40 მეტანია! უნდა გამოვტყდე, რომ მეტანიების კეთება ზოგადად მიჭირდა. მესამე მეტანიაზე გული მიჩქარდებოდა, მეხუთეზე სხეული ისე მიმძიმდებოდა, რომ დანარჩენს უკვე გაჭირვებით, ქოშინ-ქოშინით ვაკეთებდი. ყველაზე ბევრი - ეს იყო 10 მეტანია. ამის შემდეგ აღარაფრის თავი არ მქონდა. მაგრამ მისი ეს ბრძანება როგორც ჯილდო, ისე მივიღე. გახარებულმა დავიწყე მეტანიების კეთება. თან ისეთ ადგილას ვიდექი, სადაც დაღმართი იწყებოდა. არც სწორი ადგილი მიძებნია, არც მიფიქრია რამეზე, პირდაპირ დავიწყე ჩქარ-ჩქარა კეთება. მაშინ ვერ მივხვდი და ახლა კი ვაცნობიერებ, რომ ის 40 მეტანია "ერთი ამოსუნთქვით" შევასრულე. როგორ, რანაირად? - რაღა თქმა უნდა, მამა გაბრიელის ლოცვით. ერთადერთი აზრი, რაც მაშინ გონებაში მიტრიალებდა - ჩქარა და კარგად შემესრულებინა ნაბრძანები. ვხვდებოდი, რომ მცდიდა, და ამგვარი გამოცდები ჩვენთვის, ახალმოსულებისთვის, ძალზე სასიხარულო იყო. გულმოდგინედ ვითვლიდი და მეორმოცე რომ დავასრულე, აწითლებული მისკენ შევბრუნდი. არ ვიცი, რა გამომეტყველება მქონდა მე, მამა გაბრიელი კი, უაღრესად კმაყოფილი, გამარჯვებული და გაღიმებული სახით, დოინჯშემოყრილი მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. ხმა აღარ ამოუღია. მე კი ბედნიერი ვიყავი, რომ მშვიდობიანად შევასრულე კურთხევა. გაზაფხული იდგა. მახსოვს, ამის შემდეგ ძლიერი ალერგია დამეწყო, რადგან ბალახებში ვიდექი და მთელი გულმოდგინებით ძირს რომ ვემხობოდი, სახე ბალახებში მეფლობოდა. მაგრამ მაშინ არც ეს მადარდებდა. მამა გაბრიელს გვერდით არაფერი აღარ გადარდებდა, არაფრის გეშინოდა, არაფერი გინდოდა, თავს საიმედოდ დაცულად გრძნობდი. სიტყვით ვერ ახსნიდი: რატომ, რისთვის გინდოდა მის გვერდით ყოფნა, რა გიზიდავდა მისკენ, რატომ იყო ჯილდო შენთვის რთულად შესასრულებელი კურთხევა; და საერთოდ, არსებობდა კი რაიმე სიმძიმე, რაიმე გასაჭირი მის გვერდით?- არავითარი. რატომ? - არ ვიცი, და ასე კი იყო". /იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 02:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი