წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 18 2022, 04:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ მივდივარ ცენტრალურ ბაზარში. იყო ზაფხული, ცხელოდა. საღამოვდებოდა. უამრავ ხალხში ჩანთებით მივკვლევდი გზას - უამრავი ხილი ვიყიდე დედასთან საავადმყოფოში მისატანად. მანქანასთან მამაჩემი და ბავშვები მელოდნენ.
უცებ დავინახე - ჩემსკენ ბაბუა მოდის, რაღაცით ჩემს ბაბუასაც გავდა, ოდნავ მაღალი და უფრო გრძელი თმით, წვერით კი - უფრო ფართო. მან გამიღიმა და თქვა: - რამდენი რამ აუკიდიაო. მე კი ვუპასუხე: - დედა მყავს საავადმყოფოში. უცებ მომინდა, რამეზე დამეპატიჟა იგი. - მიირთვიით, კეთილო კაცო, - ვუთხარი. მან უარი არ მითხრა, ტომარა გამომიწოდა, გამოართვა ხილი, სანაცვლოდ კი ფუთა მომაწოდა - წიგნს გადა. ვყოყმანობდი, ამეღო თუ არა, მან კი მითხრა: - აიღე, შენ უფრო გჭირდებაო. გამოვართვი - ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ძველებური ხატი აღმოჩნდა. სპილენძის პერანგით. ხავერდში იდო, უკვე გახუნებული ჩანდა, რომ ძალიან ძველი იყო - "გამოჯანმრთელდება დედაშენი, მამაც ირბენს", - მითხრა კიდევ, სხვაც ბევრი რამ მითხრა, ჭკვიანურად დამარიგა. ვკითხე: - რა გქვიათ? ვიფიქრე, ეკლესიაში სანთელს დავუნთებ, საჯანმრთელოში მოვიხსენიებ-მეთქი. მან კი მითხრა: - მე არ მეძახიან, თავად მოვდივარო. გაიცინა და ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში... მე მაინც გადავწყვიტე, მისთვის გადამეხადა, მაგრამ ფული სანამ ამოვიღე - ის გაქრა. ხელი დავავლე ჩანთებს, დავუწყე ძებნა, ხალხი გამოვკითხე - კვალს ვერ მივაგენი. შემდგომ დედამ მითხრა, რომ ეს ალბათ თავად წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი იყო. იმ დღეს სახლში რომ დავბრუნდით ლიფტი არ მუშაობდა. შევწუხდი - როგორ ავიდოდა მამა მე-8 სართულზე, მაგრამ მან დაუბრკოლებლად აირა ყველა სართული. საბოლოოდ კი 90 წლამდე იცხოვრა. ის ხატი კი დღემდე ჩვენთანაა, ოჯახში, მზეზე ოქროსავით ბრწყინავს. ერთხელ ქურდები შემოვიდნენ, ყველაფერი ძვირფასი გაიტანეს, ხატს კი არ შეეხნენ. აი, ასე ვცხოვრობთ - დიდი ქონება არ დაგვიგროვებია, მაგრამ მშვიდობამ და სიყვარულმა კი დაისადგურეს ოჯახში. ძლიერი აღმოჩნდა ხუცესის ლოცვა, მისი რჩევები გამომადგა. მჯერა, მნიშვნელოვან მომენტში გამოგვიგზავნა უფალმა წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი