წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 18 2022, 05:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფელში ჩვენს მძახლებს შევხვედროდით. როცა დავაპირეთ გამგზავრება, მე ჩემი ვაჟის გამო შფოთმა შემიპყრო. ადგილს ვერ ვპოულობდი. მთელი დილა და მატარებელში მგზავრობის 8 საათი რატომღაც სწორედ წმ. ნიკოლოზს ვევედრებოდი ჩემი შვილის გადარჩენას.
როდესაც მძახლებთან ჩავედით, მიამბეს, რომ ჩემი შვილი ძლივს გადარჩა დახრჩობისგან. მისი ნავი გადაბრუნდა და ის გადაარჩინა კაცმა, ვინც თურმე საერთოდ არ აპირებდა მდინარეზე წასვლას. მაგრამ მოულოდნელად, თითქოს ვიღაცამ დაავალაო, გადაწყვიტა მდინარეზე წასვლა. ყოველ დღე ვმადლობ წმ. ნიკოლოზს ამისთვის!" /ირინა დეტკოვა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი