სამართალი და ჩვენი ეკლესია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამართალი და ჩვენი ეკლესია |
marine |
Aug 16 2017, 11:32 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,214 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საკათედრო ანუ საეპისკოპოსო ეკლესიებს, რომელთაც "საყდარი" ეწოდებოდათ, ვითარცა საეპარქიო ცენტრებს, როგორც წესი, გააჩნდათ შემოსავალი თავიანთი სამწყსოდან. ჩვენამდე მოღწეულია "სამთავისის ღმერთების საყდრის სამწყსოს დრამისა და შესავლის წიგნი". შემოსავლის აღმნუსხველ ამ წიგნს ასევე "გუჯარიც" ეწოდება, იგი "ძველთაგან განაჩენი" ყოფილა. "ძველთაგან" დამტკიცებული ეს წიგნი, როგორც ჩანს, ხელახლა დაუმტკიცებია 1459 წლის კრებას. წიგნი წარმოადგენს კანონების კრებულს და ეხება სამწყსოს გადასახადს სხვადასხვა სარწმუნოებრივ თუ საყოფაცხოვრებო მომენტთან დაკავშირებით. საქართველოში კანონმდებელს წარმოადგენდა უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთობლივი კრება, რომელსაც გამოჰქონდა კანონები ანდა ამტკიცებდა ძველს. 1459 წელს პატრონ ერისთავ შალვას წინაშე მისულა სამთავნელი ეპისკოპოსი გრიგოლი, მას მოუხსენებია, მის სამწყსოში წარმოქმნილი მრავალი უწესო საქმის შესახებ. შალვას ბრძანებით: "შევიყარენით ჩუენ ცხრაძმისხევისა სამისავე ხევის კრებულნი და მამასახლისნი და ესე პირი მოვახსენეთ სამთავნელისა და ჯუარსა და ომოფორასა".
ეს სამართლის წიგნი საზღვრავდა სამთავნელი ეპისკოპოსის უფლებებსა და შემოსავალს. პირველი მუხლის მიხედვით, თუ რომელიმე ხუცესი (მღვდელი) უკანონოდ დაწერდა ჯვარს ახლო ნათესავებს, ნათლია-ნათლულს, მონატაცებ ქალს ანუ იმ პირებს, რომელთა ურთიერთქორწინება აკრძალულია - სამთავნელ ეპისკოპოსს უფლება ჰქონდა ორივე მხარისთვის გადასახადი დაედო, ვითარცა დამნაშავეებისთვის და ეს გადასახადი აუცილებლად უნდა გადახდილიყო, თუნდაც ქსნის ერისთავმა ანდა სამთავისის მთელმა სამწყსომ (პატრონმა და ქვეყანამ) უშუამდგომლონ. ამ ძეგლში ორჯერ გვხვდება სიტყვა - "სვინდიკინოზი" (სვინტიკინოზი), რაც ნათლიას, ნათლია-ნათლულს ნიშნავს. "სვინა" ნათლიაა. ეს სიტყვა ათონელთა ნაწერებშიც გვხვდება... ეს წიგნი შედგება სულ 27 მუხლისგან. საფიქრებელია, რომ ეს "სამწყსოს საკანონო წიგნი", რომელიც იყო "ძველთაგან დამტკიცებული", წინ ედო ზემოაღნიშნულ კრებას 1459 წელს. კრებამ ეს წიგნი ხელმეორედ დაამტკიცა და ზედ დაურთო თავისი ახალი ბრძანება." /"კარიბჭე" N2, 2006, გვ.26/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 21 2022, 01:43 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,214 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც მზითვის ინსტიტუტსა და საერთოდ, საოჯახო ქონებაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში დაცულ ერთ საინტერესო ადგილს. აქ გრიგოლ ბაკურიანის ძე გადმოგვცემს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ "ყოველი მონაგები და სახმარი მამისა ჩუენისა" დებს მზითვად გაატანა და "ჩუენ დაგვიტევნა ყოვლისაგან მამულისა და დედულისგანცა სახმარისა". ე.ი. მთელი ქონება, რაც კი გრიგოლის მამას დაუტოვებია, დედას ქალიშვილებისათვის მზითვად მიუცია.
მამული, როგორც წესი, მემკვიდრეობით ვაჟზე გადადიოდა, მაგრამ აქ მამულის მესაკუთრედ ქალი გამოდის და ეს ამბავი ხდება XI ს-ის საქართვლეოში, როდესაც ბიზანტიის სახელმწიფოს დიდმოხელე, ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძე, ბულგარეთის ტერიტორიაზე აარსებს პეტრიწონის მონასტერს ქ. ფილიპოპოლის (პლოვდივი) მახლობლად. როდოპის მთის კალთაზე, დღევ. სოფ. ბაჩკოვოსთან და უდგენ მას წესდებას, ანუ ტიპიკონს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ისტორიისათვის საყურადღებო წყაროს წარმოადგენს. XV-XVI სს-ში გვაქვს რამდენიმე მეტად საინტერესო საეკლესიო სამართლის ძეგლი. ესენია: "სამთავისის სამწყსოს საკანონოს წიგნი" (1453 წ.), "მცნებაი სასჯულოი" (1470-1474 წწ.), "კათალიკოსთა სამართალი" (1543-1549 წწ.) და ბიჭვინთის იადგარი (XVI ს-ის II ნახ.)." /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 224/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 07:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი