შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ |
S!NDROM |
Feb 13 2007, 02:10 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 13-February 07 წევრი № 1,067 |
შუშანიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავი გასწირა საქართველოსთვის
|
marine |
Jun 25 2022, 01:23 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მართალია, ეს ძეგლი ["შუშანიკის წამება"] საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის მეტად საინტერესო თხზულებაა და ბევრ მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს ადრექრისტიანული პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ, მაგრამ მზითვის ინსტიტუტთან დაკავშირებით იგი ძალზე ფრთხილად უნდა განვიხილოთ. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ შუშანიკი იყო სომეხი დიდებულის ოჯახიდან და მისი საქართველოში გათხოვება, შესაძლებელია, სომხური წესების მიხედვით მომხდარიყო.
როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, V ს-ის საქართველოში საქმროსაგან საცოლისათვის სამკაულის მირთმევა სავალდებულოდ ითვლებოდა, ყოველ შემთხვევაში, მაღალი წოდების ხალხში მაინც (ვარსქენი, ქვემო ქართლის პიტიახში, ხომ ნამდვილად დაიცავდა ქართულ ტრადიციებს, თუნდაც რომ საცოლე უცხოელი ყოფილიყო). მაგრამ მიჰქონდა თუ არა რაიმე საცოლეს ოჯახში მზითვის სახით, ეს ნაწარმოებიდან არ ჩანს. ამ საკითხის გასარკვევად გ. ნადარეიშვილი იმოწმებს იუსტინიანეს 21-ე ნოველას, რომლის თანახმადაც იმდროინდელ სომხეთში მზითვის ინსტიტუტი ნაკლებად იყო განვითარებული და ფიქრობს, რომ შუშანიკს მზითვი არ ჰქონია. მართალია "შუშანიკის წამების" წაკითხვის შემდეგ ყველაზე ლოგიკურად სწორედ ეს დასკვნა გვეჩვენება, მაგრამ რას გვაძლევს ის საქართველოს მკვლევარებს? ფაქტიურად არაფერს, ვინაიდან შუშანიკის სომხური წარმომავლობის გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ მის მიერ მზითვის არქონა მეტყველებს V საუკუნის ქართლში მზითვის ინსტიტუტის არ არსებობაზე. ამის დასადგენად სხვა წყაროების მოშველიებაა საჭირო წმინდა ქართული სინამდვილიდან... შეიძლება ვიფიქროთ, რომ შუშანიკს მართლა არ ჰქონია მზითვი; მაგრამ არა იმიტომ, რომ იმ პერიოდის ქართლში მზითვის ინსტიტუტი არ არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ ვარსქენისა და მამიკონიანების ოჯახების მოლაპარაკების შედეგად ასე გადაწყდა. თანაც, იუსტინიანე, რომელიც ბიზანტიის მოსახლეობისათვის მზითვით ქორწინების მომხრე იყო,"ბარბაროსებს" არ მისცემდა უმზითვოდ გათხოვების უფლებას, მათთან რომ ამის ძლიერი ტრადიცია არ ყოფილიყო" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.294-296/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი