IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საშინელი სამსჯავრო!
თათარაშვილი
პოსტი Mar 1 2008, 11:35 PM
პოსტი #1


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



დღეს კომპიუტერს მივუჯექი თუ არა ტრადიციულად მოვინახულე რამოდენიმე რჩეული ვებ გვერდი, რომლებზეც ძირითადად ვატარებ დროს, ერთ ერთი საიტი გახლავთ www.orthodoxy.ge. შევედი ზემოთ აღნიშნულ საიტზე და თავფურცელზე ამოვიკითხე წარწერა "ხორციელის კვირა - საშინელი სამსჯავროს ხსენება"...
ვფიქრობ ასეთი სახის თემა აუცილებელია მართლმადიდებლურ ფორუმზე.

საშინელი სამსჯავრო... დღე (ასე დავარქმევ) როცა ყოველ ჩვენთაგანს მოგვეკითხება ჩვენი ამქვეყნად ჩადენილი ცოდვები...
საშინელი სამსჯავრო... დღე რომელზეც მთელი ჩვენი ცხოვრებისეული არსია დამოკიდებული.
საშინელი სამსჯავრო... დღე რომელის შემდეგაც ვიგემებთ ან სამუდამო ნეტარებასა და განსვენებას, ან კიდევ ტანჯვასა და გოდებას...
საშინელი სამსჯავრო... დღე მოსავლის მომკისა, და ხორბლისა და ღვარძლის განცალკევებისა...
საშინელი სამსჯავრო... დღე როდესაც უფალი განსჯის ყოველს, და დაიყენებს ცხვრებს მარჯვნივ, ხოლო თხებს მარცხნივ.
საშინელი სამსჯავრო... დღე, რომელიც ყოველ წუთას უნდა გვახსოვდეს, და გვეშინოდეს....
უფალო შეგვიწყალე...


საშინელი სამსჯავრო – ვერც ერთი აზრი და სიტყვა ისე ვერ გამოაფხიზლებს კაცის გონებას, როგორც წარმოდგენა იმ საშინელი და შემაძრწუნეებლი წამისა, როდესაც იგი საშინელ სამსჯავროზე ღმრთის პირისაგან მისი საბოლოო განაჩენის შესახებ მოისმენს. თუმცა, ამქვეყნად ადამიანი ხშირად და ადვილად ცოდავს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მათ შესახებ ვერავინ შეიტყობს. ყოველი ადამიანი თავმომწონეა და უფრთხის, ვინმემ მასზე ცუდი არ იფიქროს. ცოდვას სიბნელე და დუმილი უყვარს. უეჭველია, ადამიანი დარწმუნებული რომ იყოს, მისი ცოდვის შესახებ მაშინვე ყველა შეიტყობდა, ცოდვას არ ჩაიდენდა. საშინელ სამსჯავროზე კი ყოველი ჩვენი ცოდვა მთელი ქვეყნის დასანახად წარმოჩნდება. თუ ზოგჯერ შენი ცოდვების გამო აქაც ისეთ სირცხვილს გრძნობ, რომ არ იცი სად დაიმალო, წარმოიდგინე, როგორი სირცხვილი და გაკიცხვა გელის, როცა მათ შესახებ ცაც და დედამიწაც, ნაცნობნიცა და უცნობნიც შეიტყობენ. თუ ამქვეყნად ადამიანთა მოტყუებას ახერხებდი და მათ კეთილი და ღმრთისმოყვარე კაცად მიაჩნდი, მაშინ გაიგებენ, რომ შენი ღმრთისმოყვარება თურმე მხოლოდ ნიღაბი იყო, რომ სიმართლე მხოლოდლ ენაზე გქონდა, ხოლო გული შენი ბოროტებითა და უსჯულოებით იყო სავსე. მეორეც: როცა ამქვეყნად ცოდვას ჩავდივართ, იმედი გაქვს, რომ მას ოდესმე მოვინანიებთ. თუმცა, სჯულს ხშირად ვარღვევთ, მაგრამ თავის სანუგეშებლად და თავის გასამართლებლად ათასგვარ მიზეზებს მოვიგონებთ. ამიტომ, ხშირად ჩვენი სინდისი შეკრული და დაბნელებულია. საშინელ სამსჯავროზე კი, როცა თავის გასამართლებელი მიზეზები მოგვესპობა, რითღა ჩავაჩუმებთ სინდისის ხმას. ცბიერი და ცრუ აზრებისაგან განთავისუფლებული სინდისი ცოდვილს საშინლად ტანჯავს. მის მიერ ჩადენილი საქმენი, როგორც უმოწყალო ლაშქარნი, წინ დაუდგებიან და მის შეძრწუნებასა და შემუსვრას იწყებენ. მაშინ ამაო იქნება მოთქმა და გოდება, ვედრებისათვის ხელების აპყრობა, ჟამი სინანულისა, დრო შეწყალებისა და მოწყალებისა დამთავრებულია. და ცოდვილი მოისმენს საშინელ განაჩენს: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა. ამასთან: ადამიანს ამქვეყნად რაც არ უნდა ჭირი და უბედურება შეემთხვეს, იმის იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს სიკვდილი მაინც დაასრულებს მას, საშინელ სამსჯავროზე გამოტანილი განაჩენი კი საბოლოოა, ხოლო ტანჯვა ცოდვილისა – დაუსრულებელი.
http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/gabriel/stsavlani-9.htm

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jun 29 2022, 08:29 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,977
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უმჯობესია ყოველგვარი სასჯელის აქ, უფლის ხელიდან დათმენა, და მარადიულ მომავალ ცხოვრებაში ნუგეშის მიღება, ვიდრე აქ დაუსჯელი ყოფნა და სიკვიდლის შემდეგ ღვთის მარადიული რისხვის დათმენა, რომელსაც ვერაფრით აიცილებენ თავიდან ამქვეყნად დაუსჯეული და გამოუსწორებელი ცოდვილები"

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
თათარაშვილი   საშინელი სამსჯავრო!   Mar 1 2008, 11:35 PM
mari touchet   თათარაშვილი :user:   Mar 1 2008, 11:40 PM
XAFRAN   საშინელი სულაც არა...   Mar 2 2008, 01:47 AM
llaasshhaa   თათარაშვილი :cray: ვე...   Mar 2 2008, 02:01 AM
KAIROS   ვფიქრობ ცუდად ხდებ...   Mar 2 2008, 04:35 AM
ალექსანდრე   ერთ ერთ ღვთისმეტყვ...   Mar 2 2008, 02:14 PM
makiki   დღეს იქადაგა მამაო...   Mar 2 2008, 02:58 PM
მხევალი ნინო   KAIROS ვისთვი საშინე...   Mar 2 2008, 03:00 PM
Shemickale   სამსჯავრო, სამჯავრ...   Mar 2 2008, 06:11 PM
მხევალი ნინო   Shemickale საშინელ სამჯ...   Mar 2 2008, 06:12 PM
დავით ივერიელი   Shemickale ვეცდები შენი კ...   Mar 2 2008, 06:22 PM
თათარაშვილი   არამედ განისჯებია...   Mar 2 2008, 07:26 PM
Shemickale   1 სიტყვით მე იმის თქ...   Mar 2 2008, 08:57 PM
დავით ივერიელი   ვინ დავინ შერგიდე...   Mar 2 2008, 09:08 PM
misdevs mela loms   ალექსანდრე გეთანხ...   Mar 2 2008, 09:09 PM
სოფი   მხევალი ნინო :კი: ...   Mar 2 2008, 10:42 PM
fsevdopodia   სამსჯავრო. სამსჯავ...   Mar 3 2008, 03:21 AM
tatine   პეტრემ უარყო უფალი...   Aug 22 2008, 01:02 AM
leluka   ხო.... რაღაც მეც მაი...   Aug 22 2008, 01:23 AM
marine   "როგორიც გინდა რო...   Sep 11 2021, 09:44 PM
marine   "გაიხსენე ღვთის ს...   Sep 13 2021, 06:38 PM
marine   "ყოველდღიურად გა...   Sep 14 2021, 07:19 PM
marine   "მტკივნეულია ვნე...   Sep 18 2021, 05:24 PM
marine   "როგორც შენი სინდ...   Sep 19 2021, 05:06 PM
marine   "ისე უნდა ვხარობდ...   Sep 21 2021, 11:48 AM
marine   "საუკუნო ჯოჯოხეთ...   Sep 23 2021, 07:19 PM
marine   "მიწაზე მხოლოდ ის...   Oct 19 2021, 05:36 PM
marine   "სამი სამსჯავრო ა...   Oct 25 2021, 08:38 PM
marine   "უფრო მეტად ღვთის...   Oct 27 2021, 10:03 AM
marine   "წმინდა მამები ამ...   Nov 2 2021, 01:57 PM
marine   "საშინელი, მეტისმ...   Nov 2 2021, 04:19 PM
marine   "თუ ასეთი საშიშია...   Nov 2 2021, 04:39 PM
marine   "თუ ამ ცხოვრებაში...   Nov 2 2021, 07:56 PM
marine   "ყოველივე, რასაც ...   Nov 2 2021, 08:18 PM
marine   "იგივე იესო, რომე...   Dec 19 2021, 10:01 PM
marine   "ამ ველის [იოშაფა...   Dec 25 2021, 01:47 PM
marine   "ნუ შევცოდავთ, რა...   Jan 23 2022, 09:10 PM
marine   "საშინელი და სასტ...   Feb 5 2022, 08:21 PM
marine   "უფალო, მოგვიტევე...   Feb 12 2022, 08:33 PM
marine   "იკითხავენ: "რატ...   Feb 14 2022, 11:07 PM
marine   "ვნებას სიმდიდრი...   Feb 15 2022, 07:04 PM
marine   "რამდენიმე წუთის ...   Feb 15 2022, 08:13 PM
marine   "სიკეთეთა მოკლებ...   Feb 16 2022, 10:17 PM
marine   "უმჯობესია აქ ყვე...   Feb 18 2022, 01:31 PM
marine   "თავისი მადლით დი...   Feb 18 2022, 02:16 PM
marine   "ყველა ჩვენგანი მ...   Feb 19 2022, 09:41 PM
marine   "რა არის მიწიერი ...   Feb 20 2022, 08:15 PM
marine   "რა მოგველის (საშ...   Feb 28 2022, 09:13 PM
marine   "ღვთის სამსჯავრო ...   Mar 2 2022, 11:02 PM
marine   "ჩვენ უკვე საშინე...   Mar 4 2022, 08:42 PM
marine   "ნუ ვიწუწუნებთ ღვ...   Mar 4 2022, 08:55 PM
marine   "გეშინოდეს იმ საშ...   Mar 5 2022, 03:33 PM
marine   "ჰოი, მოყვასო ჩემ...   Mar 5 2022, 08:51 PM
marine   "ახლოვდება ღვთის ...   Mar 6 2022, 12:44 PM
marine   "სამსჯავრო უკვე კ...   Mar 8 2022, 04:26 PM
marine   "რა საშინელება, რ...   Apr 14 2022, 09:25 PM
marine   "ერთი ცოდვაც კი, რ...   Jun 22 2022, 09:59 PM
marine   "უმჯობესია ყოველ...   Jun 29 2022, 08:29 PM
marine   "სამჯავროს ეწოდე...   Aug 23 2022, 10:27 PM
marine   "როგორც ყოველი მშ...   Sep 27 2022, 07:27 PM
marine   "საშინელი სამსჯა...   Aug 6 2023, 05:17 PM
marine   "ყოველთვის გახსო...   Jun 16 2024, 09:11 PM
marine   "ღმერთი სულგრძელ...   Aug 7 2024, 11:46 AM
marine   "როდესაც ქრისტია...   Oct 15 2024, 09:40 PM
marine   "რა მომელის განკი...   May 11 2025, 08:32 PM
marine   "მკვდართა საყოვე...   May 12 2025, 09:21 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 02:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი