წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 3 2022, 08:02 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერდიდი თეოფილაქტე ჭეშმარიტად წმინდა პიროვნება იყო წმინდა ბასილის სკიტის ზეცისა მკვიდრთა შორის. მასზე მოგვითხრობენ, რომ ერთხელ მის კალივაში დაჭრილი, ფეხმოტეხილი შველი მოვიდა და კართან დაწვა. ბერდიდი გამოვიდა და მას, როგორც ადამიანს, დიდი თანაგრძნობით მიმართა:
- მოიცადე. რომ გამოჯანმრთელდე, ამისთვის მოტეხილ ფეხს გადაგიხვევ. შველმა მორჩილება გამოიჩინა და ჩუმად იჯდა. ბერდიდმა, რომელსაც თავისი მოწყალე გულით ღვთის ყველა ქმნილება უყვარდა, ორი ჯოხი და ბინტი აიღო და როგორც კარგმა ორთოპედმა, ამ საცოდავ ქმნილებას ფეხი გადაუხვია. ამის მერე თანაგრძნობით მოეფერა შველს და უთხრა: - ახლა კი, ძვირფასო, წადი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნით, 30-40 დღის შემდეგ მოდი და გაგიხსნი არტახს. მართლაც, დადგენილი დროის გასვლის შემდეგ შველი მასთან კალივაში მივიდა! ბერდიდმა ორთოპედიული სახვევი მოხსნა: ჭრილობა შეხორცებულიყო. ეს წმინდა კაცი ღირს მამათა დარად აღესრულა. სიცოცხლის ბოლო წუთებში როგორც კაშკაშა მთვარეს, ანგელოზივით უბრწყინავდა სახე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი