ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
marine |
Nov 23 2017, 06:34 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ინდოელები ამტკიცებენ, რომ კობრა, ინდოეთში ყველაზე საშიში გველი, არ უკბენს აკვნის ჩვილ ბავშვს, მაგრამ გააფრთებული ესხმის მოზრდილ ადამიანს, თითქოსდა ესირცხვება, მოაკვდინოს უწყინარი ადამიანური ქმნილება, რომელსაც წინაარმდეგობის გაწევა არ ძალუძს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 4 2022, 01:40 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ათონზე ცხოვრობდა ერთი ასკეტი, პახუმი ერქვა, უსწავლელი გახლდათ, მარტო "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით" საგალობელი იცოდა. თავის კელიაში ხელსაქმობდა. მასთან დროდადრო საჭმელი მიჰქონდათ ხოლმე. კელიაში ხშირად გარს ეხვეოდნენ გველები და მუშაობაში ხელს უშლიდნენ. ამიტომაც იძულებული იყო, ისინი ხელში აეყვანა და ეზოში გაებრძანებინა. ერთხელ ერთმა დიდმა გველმა თავი ძალზე მოაბეზრა, პახუმიმ ის წელზე ქამარივით შემოირტყა, გაკვანძა და მუშაობა განაგრძო. ამ დროს კელიაში შემოვიდა მონაზონი, საჭმელი მოუტანა. როცა ბერის წელზე შემოხვეული გველი დაინახა, შეშინებულმა ბერდიდს დაჟინებით მოსთხოვა, გველი მოეხსნა და გადაეგდო - ზიანს მოგაყენებსო.
მოსაგრემ მას ქრისტეს სიტყვებით უპასუხა: "აჰა, მიგცემ თქუენ ხელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიანკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაი გევნოს". ასევე: "ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაიმე სუან, არარაი ავნოს მათ; სნეულთა ზედა ხელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი