წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 7 2022, 02:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემი ბებია, დედა და მეც, როგორც კი დავიწყე ლაპარაკი, მასწავლეს და ყოველთვის ვლოცულობდით წმიდა მღვდელმთავარისადმი.
სამი წლისას დამეწყო ებანლუობა და ვერავინ გაიგო ამის მიზეზი. მე სკოლაშიც კი არ მიმიღეს ამის გამო. დედა სად არ მატარებდა - საუკეთესო ექიმებთან მომატარა, მაგრამ ამ შემთხვევაში მედიცინა უძლური იყო. ერთხელ დედა ორცხობილას აცხობდა. უცებ გაიღო კარი და ზღურბლზე ბაბუა გამოჩნდა. დედას შეეშინდა და ჰკითხა: - როგორ გამოიარეთ ჩვენი ეზო? იქ ხომ ავი ძაღლია? ჩვენი ძაღლის გვერდის ავლას ვერავინ ახერხებდა. მოხუცმა კი უპასუხა: - მე ძაღლები არ მერჩიან. დედამ რატომღაც უამბო ჩემი ენაბლუობის შესახებ. მოხუცი თანაგრძნობით განეწყო და მას ასეთი რჩევა მისცა: - რამე გამოაცხე, წაიღე ეკლესიაში, მიეცი პირველ შემხვედრ მღვდელს და სთხოვე, ილოცოს ბავშვისთვის. თქვა თუ არა ეს, ისევე ჩუმად წავიდა, როგორც გამოჩნდა და არც ამ დროს გაგვიგია ძაღლის ხმა. დედამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უთხრა ბაბუამ და იმ დღიდან ყოველდღიურად მისწორდებოდა მეტყველება. სექტემბრისთვის უკვე შევძელი სკოლაში წასვლა. ვინც მისმენდა ვერაფრით იჯერებდა, რომ ოდესღაც ასე საშინლად მებმოდა ენა. მთელი ცხოვრება ვმადლობ დიდ მღვდელმთავარ ნიკოლოზს ამ დახმარებისთვის და შვილებსაც ვასწავლე მისდამ ლოცვა. წმიდანი მათაც ეხმარება" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი