წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
N. R. |
Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა. დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
marine |
Jul 7 2022, 03:58 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამაჩემი ვალენტინი დივეევოში ლოცვის შემდგომ მძიმე სნეულებისგან განიკურნა. ის იტანჯებოდა თეძოს მოტეხილობით, ასევე გულის უკმარისობისგან. ის ორ წელზე მეტი ვერ დადიოდა, ჭრილობები არ უხორცდებოდა და მას ამიტომ ღამეები არ ეძინა.
ექიმების დასკვნა უიმედო იყო - ის ვერასდროს გაივლის და დიდხანს ვერ იცოცხლებსო. მაგრამ თავად ის არ ვარდებოდა სასოწარკვეთაში, ლოცულობდა და ევედრებოდა დივეევოს წმინდანებს მწუხარებაში შეწევნასა და განკურნებას. 2000 წლის ივნისში მე მოვილოცე დივეევო და ვითხოვე მამაჩემის განკურნება. მოგზაურობიდან ერთი კვირის შემდეგ სახლში დავინახე, რომ მამა დამოუკიდებლად დადიოდა და თან სავსე იყო სიხარულით! ჩვენი ლოცვები შესმენილ იქნა! ჭრილობები შეხორცდა, გაქრა სიწითლე და შეშუპება. 2002 წლის ივლისში კვლავ გავემგზავრე წმიდა სავანეში სამადლობლად, მამის განკურნების გამო. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!" /მხევალი ღვთისა ტატინა, ჩერნოგოვის ოლქი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი