წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
N. R. |
Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი
#41
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა. დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
marine |
Jul 7 2022, 07:06 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"2001 წელს, 1 მაისს ვიყავი დივეევოს მოსალოცად. უფალმა ღირსი გამხადა ამეღო მიწა ღირს დედათა - ალექსანდრას, ელენას და მართას საფლავებიდან.
2002 წლის აპრილში მარცხენა მხარეს ნეკნებზე გამიჩნდა ბავშვის მუშტის ზომის სიმსივნე. ორი კვირა მტანჯავდა ძლიერი ტკივილი, მაგრამ ექიმთან არ მივდიოდი. ბოლოს ვილოცე, წავიკითხე წმ. ალექსანდრას, წმ. მართასა და წმ. ელენეს ცხოვრება. დილით რომ ავდექი, ჩემი მზერა გაჩერდა იმ ადგილას, სადაც მედო ამ წმინდანების საფლავებიდან წამოღებული მიწა. ავიღე ის და წავიკითხე ტროპარი. შვილიშვილს ვთხოვე, ეცხო ჩემთვის ღირსი სერაფიმე საროველის წმ. ნაწილებიდან წამოღებული ზეთი და სიმსივნეზე წმ. მიწაც დავიდე. 10 წუთის შემდგომ შვილიშვილმა მკითხა: - ბებია, შენ უკეთ გახდი? მან ეს ჩემი სახის გამომეტყველებით იგრძნო - მანამ იგი ტკივილისგან გალურჯებული მქონდა. ამ საუბრისას შვილიშვილი ხელს მისვამდა სიმსივნის ადგილზე. უცებ მან წამოიძახა - ბებია, სადაა სიმსივნე? 10 წუთში სიმსივნე სრულად გაქრა და ტკივილმ გამიარა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი