წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 8 2022, 03:46 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დნეპროპეტროვსკში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა შუა ხნის ქალი, სახელად ეკატერინე. ერთი კაცი, როემლიც ძლიერ იყო მიდრეკილი ალკოჰოლისკენ, არ ასვენებდა ამ ქალს, მიუხედავად ეკატერინეს წინააღმდეგობისა.
ერთხელ ღამით მან გადაწყვიტა, შეეღწია ქალის ოთახში. ეკატერინეს არავის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა, რადგან მეზობლები, ამჯობინებდნენ, არ ჩარეულიყვნენ ასეთ დროს. კარი თითქმის ბეწვზე ეკიდა. გამწარებულ ეკატერინეს აღმოხდა: - ნიკოლოზ სასწაულთმოქმედო, შემეწიე! და დაიწყო კარებზე ჯვრი გამოსახვა. გავიდა რამდენიმე წუთი, ჩამოვარდა სიჩუმე...გაისმა მოძალადის ნაბიჯების ხმა, რის მერეც მან დაიწყო მეზობლებთან კაკუნი, მაგრამ არავინ გაუღო. დილით კაცი მივიდა ეკატერინესთან და ჰკითხა: - ვინაა ის წვერიანი მოხუცი, ვინც ცხოვრობს შენთან ოთახში? როცა მე ვცდილობდი შემოღწევას, ის გამოვიდა შენი ოთახიდან და გამაგდო. მერე მეზობლებს მივაკითხე, მაგრამ არც იქ მომასვენა და ასე - დილამდე. თავიდან ეკატერინემ ვერც კი დაიჯერა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო, შემდგომ კი გაიხსენა, რომ დახმარებისთვის მოუხმო წმ. ნიკოლოზს, მან კი ის განსაცდელში არ მიატოვა" /ტატიანა, ქ. დნეპროპეტროვსკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი