IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ციხე სიმაგრეები, ვისაც გაქვთ სურათები დადეთ:)
xvaramze
პოსტი Jul 26 2008, 03:39 PM
პოსტი #1


nino lartsuliani
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 25-July 08
წევრი № 5,400



აი ლინკი სადაც შეგიძლიათ ნახოთ >>> http://mtavari.myweb.ge/images/cikhe/cikhe.html

თქვენს დადებულ სურათებსაც ველი smile.gif


--------------------
ნინო ლარცულიანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jul 21 2022, 09:21 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,125
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მომხვდურთაგან თავდაცვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად მათ გადმოასვლელ გზებზე ციხე-გალავნების აგება იყო მიჩნეული. მათ აგებდნენ სოფლებშიც. უმეტეს შემთხვევაში, გალავნები სოფლის ეკლესიის გარშემო კეთდებოდა, რათა საფრთხის შემთხვევაში მოსახლეობას მისთვის შეეფარებინა თავი.ეს პრაქტიკა პირველად კახეთში შემოვიდა. მსგავსი სიმაგრეების აშენება აქაც დაიწყეს. მაგალითად, 1733 წლეს მუხრან ბატონებს ხალის ციხე და წირის გალავანი აუგიათ. 1733 წელს გალავანი შემოუვლიათ მუხრანისთვის, ამავე წელს აუგიათ შიოს უბნის გალავანი.

ციხესიმაგრეებისა და გალავნების მშენებლობა ძვირადღირებული ღონისძიება იყო. ცენტრალურ ხელისუფლებას არ ჰყოფნიდა სახსრები ამ სამუშაოთა საწარმოებლად, ამიტომაც ამას ცალკეულ სოფლებს ავალებდა, რაც მძიმე ტვირთად აწვებოდა ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას. საისტორიო წყაროებს შემოუნახავთ მათი ერთ-ერთი საჩივარი ამის თაობაზე.

განსაკუთრებით ინტენსიური თავდაცვითი ნაგებობების აშენება აღმოსავლეთ საქართველოში თეიმურაზ-ერეკლეს მმართველობის დროს ყოფილა. მათ მეფობაში აუგიათ "სიმაგრენნი ქართლისანი ას სამოცამდე გალავანი და ბურჯი მტერთათვის". მეფე ერეკლეს განუახლებია ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა, ბოჭორმისა, ყვარლისა, საბუისა, გრემისა, ფელისა, პატარძეულისა და ნორიისა.

50-იან წლებში აუშენებიათ თუ შეუკეთებიათ შულავრის, მარნეულის, რატევნისა და სხვა ციხეები. XVIII ს-ის შუა წლებისთვის ქართლსა და კახეთში არ იყო სოფელი თუ ქალაქი, ხეობა თუ მაგისტრალი, რომ მსგავსი თავდაცვითი ნაგებობა არ ყოფილიყო.

ქართლში აშენებულ-გამაგრებულ იქნა: საშაბურო (ბაზალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით), სატიხარი (პატარა ლიახვის შუა წელში), ბოკარი (მეჯუდის ხეობაში), ხადურიანი (პატარა ლიახვის ხეობაში), ფცა (მდ. ფრონეს მარცხენა ნაპირზე), არადეთი (მდ. ფრონეს მარჯვენა ნაპირზე), ლამისყანა (ქსნის ხეობაში) და მრავალი სხვა.

კახეთში ერეკლეს დროს განახლდა: ბატონიშვილისა და ვახვახიშვილის ციხეები, ბოჭორმა, სიღნაღი, ახმეტა, საბუე, ალავერდი, გრემის გალავნის ზედა ნაწილი, ყვარელი, დალისყური, ნაფარეული, შილდა, იყალთო და სხვ. სათვალთვალო კოშკები აიგო კარდანახში, ოჟიოში, მარტყოფსა და სხვაგან.

ამ საფორტიფიკაციო ნაგებობებს ლეკთა მოთარეშე ჯგუფების შეკავების დანიშნულება ჰქონდა და მათ თავიანთი პოზიტიური როლი შეასრულეს. 1754 წლის 16 აგვისტოს მჭადიჯვრის ბრძოლაში, როდესაც ქართველებმა ლეკთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი გაანადგურეს, 1755 წელს ყვარლის ციხესთან ავარიის ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში და ა.შ.

საერთოდ, მტრის მოახლოებისას მოსახლეობა მთელი თავისი ავლადიდებით ციხეებს აფარებდა თავს. ამას ხალხში "სიღნაღობას" ეძახდნენ. ლეკთა საფრთხის გამო "სიღნაღად" დგომა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მათზე ბევრი ცნობაა საისტორიო წყაროებში".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.201/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 11:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი