დეპრესია - სევდიანი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დეპრესია - სევდიანი ადამიანი |
marine |
Oct 20 2019, 09:41 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კიდევ ერთი რამ, რაც სევდიან ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, არის შრომა, ცხოვრებისადმი ინტერესი. ბაღი, მცენარეები, ყვავილები, ხეები, აგარაკი, სიარული, ბუნებაში გასეირნება - ყველაფერ ამას ადამიანი უმოქმედო მდგომარეობიდან გამოჰყავს და ახალ ინტერესებს აღუძრავს, რადგან ეს საშუალებები წამალივით მოქმედებს.
ძალიან კარგია, დავკავდეთ ხელოვნებით, მუსიკით და ა.შ. თუმცა ყვველაზე დიდ მნიშვნელობას ეკლესიას, მსახურებებს, წმინდა წერილის შესწავლას ვანიჭებ. ღვთის სიტყვის შესწავლით ადამიანი იკურნება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას". "განკურნებისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა წადიერებით შეიყვაროს ღმერთი. ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 4 2022, 01:12 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დეპრესია ლათინური სიტყვაა (depressio) და ნიშნავს "ზეწოლას, ჩაგვრას". იგი გამოიხატება დათრგუნული ხასიათით, რასაც თან ახლავს მოთენთილობა, დაღლილობა, სევდიან-პესიმისტური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. ამგვარი სულიერი მდგომარეობა ოდითგანვეა ცნობილი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ადამიანი ცოდვით დაეცა. მსგავსი ფსიქიკური მდგომარეობა ჰიპოკრატესაც აქვს აღწერილი და მას მელანქოლიას უწოდებს. წმინდა წერილშიც, ძველი აღთქმის ფურცლებზეც, მრავლად არის აღწერილი დეპრესიული მდგომარეობანი. გავიხსენოთ კაენის უხასიათობა და დათგრუნულობა, იგი ვერსად პოულობდა სიმშვიდესა და მოსვენებას. ასევე, მეფე საულის მაგალითი, როცა იგი სევდასა და მოწყენილობას დავით მეფის ფსალმუნების კითხვით იქარვებდა და სხვა მრავალი.
თანამედროვე გააზრებით, დეპრესია, როგორც სნეულება, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს სათავეს. ჯანდაცვის მსოფლიო მოსახლეობის 10-12%, 40 წელს ზემოთ ასაკისა, განიცდის დეპრესიას, მათგან - ორი მესამედი მდედრობით სქესისაა. ამ მხრივ, შემაშფოთებელია ზრდის ტენდენციები. პლანეტაზე თვითმკვლელობათა 45-60% დეპრესიულ მდგომარეობაში აღსრულდება, თანამედროვე მედიცინის პროგნოზების მიხედვით კი, XXI საუკუნეში ყველაზე დაუნდობელი მკვლელი სწორედ დეპრესია იქნება. დეპრესია დღეს მსოფლიოში მეტად გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ატყდება თავს და თვითმკვლელობის ერთ-ერთ უდიდეს რისკფაქტორს წარმოადგენს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი