ექიმები და ზოგადად სამედიცინო პერსონალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ექიმები და ზოგადად სამედიცინო პერსონალი |
marine |
May 10 2022, 08:21 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როკითი ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს შეხვდებით. სოფელში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დაიბადა და აღიზარდა. ყველა მათგანის ჩამოთვლა ალბათ გამიჭირდება... უპირველესად გავიხსენებ ნიკოლოზ კახიანს, რომელიც გახლდათ ქართული ქირურგიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებული. ნიკოლოზ კახიანი დაიბადა 1883 წელს. განათლება მიიღო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. წლების მანძილზე მოღვაწეობდა ალექსანდრიაში, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აქ გააგრძელა მოღვაწეობა. ოთხჯერ იყო მიწვეული კაიროში ბალზამირების ევიპტური წესის შესასწავლად. მოღვაწეობდა თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში, ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის გამგედ. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა პროპედევტიკის კათედრას. უდიდესი ქირურგი გახლდათ. უნიკალურ და ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა. ძალიან უყვარდა ხალხს. ბაღდათში, ყველა ოჯახში მის სურათს ნახავდით. მშობლიურ ბაღდათში რომ ჩამოდიოდა, ურმებით ხვდებოდნენ თურმე გზაზე ავადმყოფები. ურემზეც აკეთებდა ურთულეს ოპერაციებს... წამალი რომ ეყიდათ, სამკურნალო ფულსაც თვითონ აძლევდა. მამის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლები იყვნენ ზაზა და ზაურ კახიანებიც. ზაზა კახიანი წლების მანძილზე იყო ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე რესპუბლიკის ექიმთა დახელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგ მან დააფუძნა საქართველოში მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. იყო საქართველოს პირველი პარლამენტის წევრი, ზვიად გამსახურდიას დროს. სხვათა შორის, ცნობილი თამადაც გახლდათ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 4 2022, 01:23 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სტაციონარს თავისი წესები და განრიგი აქვს: ექიმის გასინჯვა, ჩამოწერილი პროცედურები, საკვების მიღება თუ წყნარი საათი და ა.შ. როცა პაციენტი არღვევს ამ წესებს, ამით ის საფრთხის ქვეშ აყენებს მკურნალობის ეფექტს და არღვევს მედპერსონალის სიმშვიდეს. ექიმს უამრავი საქმე აქვს, ჰყავს, როგორც წესი, ბევრი პაციენტი და განსაზღვრული გრაფიკით ყველას უნდა მიხედოს. ამ განრიგის დარღვევა იწვევს მის გადაღლას, არაჯანსაღ ემოციებს და რა თქმა უნდა, მუშაობის ხარისხის გაუარესებას. ამის გარდა, ექიმსაც ხომ ჰყავს ოჯახი და აქვს პირადი პრობლემები... ერთი სიტყვით, პაციენტი მოვალეა, სათანადო პატივი მიაგოს სამედიცინო პერსონალს.
უფრო დიდ საცდურად შეიძლება გვექცეს საპირისპირო დამოკიდებულება - ექიმის გაღმერთება. საექიმო ნიჭი მას უდავოდ ზეციდან ენიჭება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმი ვერ შეძლებდა პაციენტებთან ურთიერთობას, მაგრამ სრულად რომ მხოლოდ ექიმზე ვსასოებდეთ - დიდი ცოდვაა. ექიმიც ღვთის მადლით მოქმედებს და რასაც ის აკეთებს, ხშირად შეიძლება გაუაზრებლადაც კი - ზემოდან არის გამომდინარე, ამგვარი სულიერი სიბრმავე იწვევს იმას, რომ პაციენტი ვერ ხედავს უფლის მაკურნებელ ძალას და მხოლოდ ექიმს შეჰღაღადებს... თუ გამოჯანმრთელდა, სულაც ივიწყებს ღმერთს, და თუ არა - მაშინ საწყალ ექიმს ატყდება თავს უამრავი განკითხვა და დამცირება" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი