![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმ. პანტელეიმონის ეს ხატი დაიწერა ათონის წმ. მთაზე და 1882 წელს წააბრძანეს რუსეთში.
წმ. პანტელეიმონის დედათა მონასტრის მონაზონი ტაბითას თქმით, არ იციან, როგორ მიაბრძანეს ეს ხატი მათ მონატერში. მისივე თქმით, ის ძველისძველია, ჯერ კიდევ 10 წლის წინ იყო ისეთი მუქი, რომ სახე არ უჩანდა და სულ ახლახანს განათდა, წმიდანის ლოყაზე კი გაჩნდა თეთრი ლაქა. ეს წმინდანი კურნავს სულსა და ხორცს. მონაზონ ტაბითას თქმით, ზოგიერთები მიდიან ხატთან ოპერაციის წინ, შემდგომ კი ვლიდნება, რომ ოპერაცია აღარაა საჭირო. ზოგადად, ამ ხატს მონასტერი არ დაუტოვებია მხოლოდ თათრეთი დაუშვეს გამონაკლისი. - ხუთი წლის წინ ხატს წამოუვიდა მირონი. ეს მოვლენა განსაცდელის მაუწყებელია. მალევე მონასტერში დაიწვა ცხოველთა ეზო. მაგრამ რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ - თითქმის იგივე ადგილზე ჩვენ ავაშენეთ ტაძარი, - იხსენებს მონაზონი. ბევრია შემთხვევა, როცა წმ. პანტელეიმონი დაეხმარა ადამიანებს განკურნებაში. - ჩვენ ყველას ვუყვებით ერთ ისტორიას: ერთ კაცს ასტკივდა თავი და ცოლმა ურჩია, ნაკურთხი ქუდი დაეფარა. ის კი უარყოფდა - თავი დამანებე, არ დავიხურავო. შემდგომ კი ეს ცოლის ჯიბრით გააკეთა. ტკივილი მყისიერად გაქრა. ამის მერე ის ყოველდღე მოდიოდა ჩენთან, - იხსენებს დედა ტაბითა. პანტელეიმონს მამა წარმართი ჰყავდა, დედა - ქრისტიანი. ამიტომ ადამიანები მას მოსაქცევი ახლობლებისთვისაც ევედრებიან წყალობას, - თქვა მონაზონმა" /იულია სოროკინა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ეს მოხდა 2006 წელს. ზაფხულში მე ვისვენებდი სოჭში, კურორტ ლაზარევსკში. შვებულების სეზონი არ იყო, მე მოვიწყინე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაქვს მუხლის ძველი ტრავმა, რომელიც ვერაფრით განვიკურნე.
მოკლედ, სანაპიროზე ვისვენებ და იქვე იყიდებოდა სხვადასხვა ექსკურსიის ბილეთები. გამყიდველი ყველას ურჩევდა აფხაზეთში ახალი ათონის მონასტრის მონახულებას და წმ. პანტელეიმონის სასწაულთმოქმედი ხატის მოლოცვას, ამბობდა, რომ იქ ხალხი მიდიოდა ყველა მხრიდან და კურნებას იღებდა. როგორღაც ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა გავატარე, მაგრამ ძალიან მინდოდა აფხაზეთში გამგზავრება: ლამაზი მთები, სასიამოვნო ზღვა... წმ. ადგილზე საერთოდ არც ვფიქრობდი. როდისღა მომეცემოდა ასეთი შემთხვევა?.. წავედი ექსკურსიაზე და მოვხვდი ხსენებულ მონასტერში. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით ზღვის პანორამით, რომელიც იმ მთიდან იშლებოდა. გიდმა გვითხრა: "მიდით სასწაულთმოქმედ ხატთან, ის სნეულებას კურნავს. მიადეთ თავსაფარი და დააფარეთ, როცა ავად იქნებით - წმ. პანტელეიმონი აუცილებლად გიშველით! მე კი ვიდექი და ვფიქრობდი: - რაში მჭირდება ეს ყველაფერი? მე ისედაც ჯანმრთელი ვარ. როგორ უნდა დამეხმაროს რაღაც ნივთი? მეორე დღეს კურორტზე მოვიდა ძლიერი წვიმა, ფეხი ძალიან ცურავდა და მე ისე ძლიერ დავნარცხე, რომ მეღრძო ფეხი და დავიზიანე სახსრები. ექიმებმა თქვეს, რომ საჭირო იყო ოპერაცია და სახსრის ამოღება (რაც ინვალიდობას ნიშნავდა) - არ იყო სხვა გამოსავალი. მე მივხვდი, რომ წმ. პანტელეიმონმა სიამაყის გამო დამსაჯა. მივაღწიე საკუთარ ნომერს, დავიწყე ტირილი, მივიდე წმ. ხატზე მიდებული ქსოვილი, ვთხოვე წმ. პანტელეიმონს დახმარება და ასე ვიწექი სასწაულის მოლოდინში... სასწაული მოხდა ტანჯვის 6 თვის შემდგომ, როცა ვიპოვე ახალი ექიმი. მან მითხრა, რომ უნდა წავსულიყავი ეკლესიაში და მეთქვა პირველი აღსარება - 32 წლის ასაკში. მე ახლა ციგურებზე არ ვდგავარ, მაგრამ წმ. პანტელეიმონის მეოხებით გადავრჩი ინვალიდობას. წმ. მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩვენ ცოდვილისათვის. უფალო, შეგვიწყალენ!" /ოლგა სიდოროვა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი