წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 5 2022, 07:25 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გაზაფხულზე დავკარგე სამსახური, დავიწყე ახლის ძიება... პანდემიის დროს შანსები თითქმის არ მქონდა. ვაკანსიები ცოტა იყო და ყველა მხრიდან უარი მომდიოდა... ერთი-მეორის მიყოლებით, ბევრი...
თანდათან შემიპყრო სასოწარკვეთამ, არსაიდან სინათლე, მეუფლებოდა შიში, როგორ მეცხოვრა შემდგომ (ვცხოვრობ გერმანიაში). დამ გამომიგზავნა ამბები, თუ როგორ დაეხმარნენ წმინდანები მორწმუნეებს სხვადასხვა გარემოებებში დაუჯდომელის კითხვის შემდგომ, მაგრამ თითქოს არც კი ვიჯერებდი, რომ თავადაც მეცადა. ერთხელ დამ გამომიგზავნ ერთი გოგოს ისტორია, თუ როგორ შეემთხვა სასწაული მას შემდგომ, რაც 40 დღე წაუკითხა წმ. ნიკოლოზს დაუჯდომელი... და აი, ამ მომენტიდან მე, როგორც ცის ელვამ, განმინათა გონება, ეს აზრი გულში ჩამებეჭდა და გადავწყვიტე 40 დღე წმ. ნიკოლოზის დაუჯდომლის წაკითხვა, რათა მეოხისთვის სამსახური მეთხოვა. 34-ე დღეს გამიელვა აზრმა - ვაი, 6 დღე დამრჩა წასაკითხი და სასწაული ჯერაც არ მოხდა, და იმედი მომიკვდა და აი, ზუსტად შემდგომ დღეს, ისეთი რამ დატრიალდა... სიტყვებით გადმოვცემ... ვინაიდან ვცხოვრობ გერმანიაში, ყველა წვრილმანს გასაგებად ვერ მოვყვები, რა და როგორ იყო, მხოლოდ ერთს ვიტყვი - სასწაული მოხდა! მე დავიწყე გადაკვალიფიცირება, რის მერეც სამსახურს ყოველთვის მოვნახავ, კრიზისების მიუხედავად (საგადასახადო კონსულტანტი ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა გერმანიაში). ამასთან, ვიღებ ძალიან დიდ სტიპენდიას. ჩემს ბედნიერებას არ აქვს საზღვარი. სიხარულის ცრემლები მომდის. ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. დიდება უფალს ყველაფრისთვის! ვმადლობ წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს! იმ დროიდან ყოველ ხუთშაბათს ვუკითხავ მას დაუჯდომელს. ვმადლობ სასწაულისთვის და არ დავიღლები მადლიერებით. გწამდეთ! ითხოვეთ! ილოცეთ! და ყველაფერი მოგეცემა, უფლის შეწევნით" /ოქსანა, გერმანია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი