მემთვრალეობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მემთვრალეობა |
marine |
Sep 2 2021, 06:54 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნუ მოიძულებ ღვინოს, არამედ მოიძულე მემთვრალეობა!"
/წმ. იოანე ოქროპირი/ ვისაც მემთვრალეობის ცოდვის დაძლევა გსურთ, წაიკითხეთ ქვემოთ: "ერთხელ ყაზარმაში ჩაფიქრებული ვიჯექი. უცებ ეკლესიისთვის შემოწირულობის წიგნით ვიღაც მონაზონი შემოვიდა. ვისაც რამდენიც შეეძლო, მისცეს. ის მომიახლოვდა და მკითხა: - რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი? ჩემი გასაჭირი [ლოთობის სენი] ვუამბე. მონაზონს შევეცოდე და მითხრა: - ზუსტად იგივე სჭირდა ჩემს ძმას, და იცი, რა დაეხმარა? მისმა სულიერმა მამამ სახარება მისცა და მკაცრად უბრძანა, როგორც კი ღვინო მოუნდებოდა, მყისვე, დაუყოვნებლივ წაეკითხა სახარებიდან ერთი თავი, თუ კიდევ მოუნდებოდა - შემდეგი თავი. ჩემი ძმა ასეც მოიქცა და მალე სმის ვნება მასში გაქრა. აი, უკვე თხუთმეტი წელია, რაც წვეთსაც არ იკარებს. შენც ასევე მოიქეცი და სარგებელს ნახავ. მე მაქვს სახარება, მოგიტან. ეს რომ მოვისმინე, ვუთხარი: - რას მიშველის შენი სახარება, როცა ვერანაირმა მცდელობამ, ვერანაირმა წამალმა ვერ შემაკავა?! - ეს იმიტომ ვთქვი, რომ სახარება არასდროს წამეკითხა. - ასე ნუ ლაპარაკობ, - შემომედავა მონაზონი, - გარწმუნებ, სარგებელს ნახავ. მეორე დღეს მონაზონმა მართლაც მომიტანა აი, ეს სახარება. გადავშალე, გადავხედე, წავიკითხე და ვეუბნები: - არ გამოგართმევ! აქ რას გავიგებ? თანაც საეკლესიო ლიტირატურის კითხვას არ ვარ დაჩვეული. მონაზონი მაინც მარწმუნებდა: - თავად სახარების სიტყვებს აქვს მადლმოსილი ძალა, რადგან მასში დაწერილია ის, რასაც თვითონ ღმერთი ამბობდა. არა უშავს, თუ არ გესმის, მხოლოდ გულდასმით წაიკითხე. ერთმა წმინდანმა თქვა: "თუ შენ არ გესმის ღვთის სიტყვები, ეშმაკებს ესმით, რასაც კითხულობ და ძრწიან". მემთვრალეობის ვნება კი, უეჭველია, ეშმაკებისგანაა შთაგონებული. ერთსაც გეტყვი: იოანე ოქროპირი წერს, რომ ბნელეთის სულებს ის ადგილიც კი აძრწუნებს, სადაც სახარება ინახება და მათი ხრიკებისთვის მიუწვდომელიაო იგი. არ მახსოვს, რაღაც მივეცი იმ მონაზონს და სახარება გამოვართვი. სხვა ნივთებთან ერთად სკივრში ჩავდე და დავივიწყე. გარკვეული ხნის შემდეგ დალევის დროც მოვიდა. უღვინობას სიკვდილი მერჩია. სასწრაფოდ გავხსენი სკივრი, ფული რომ ამეღო და დუქანში გავქცეულიყავი. პირველი, რაც თვალში მომხვდა, სახარება იყო. ცხადად გამახსენდა მონაზვნის ნათქვამი. გადავშალე და მათეს პირველი თავის კითხვა დავიწყე. ბოლომდე წავიკითხე. ვერაფერიც ვერ გავიგე. [მაგრამ მომაგონდა, მონაზონმა რომ მითხრა, არა უშავს, თუ ვერ გაიგებ, მხოლოდ გულდასმით წავიკითხო. "მოდი, მეორე თავსაც წავიკითხავ!" - გავიფიქრე მე]. წავიკითხე, შედარებით გასაგები იყო. "მესამესაც წავიკითხავ!" - როგორც კი კითხვა დავიწყე, მაშინვე ყაზარმაში ზარის ხმა გაისმა - დაწილის დრო იყო. მაშასადამე, გარეთ გასვლა უკვე აღარ შეიძლებოდა. ...და ასე დავრჩი. დილით ავდექი, ღვინის მოტანას ვაპირებდი, მაგრამ გავიფიქრე: "რა მოხდება, სახარებიდან ერთ თავს წავიკითხავ?!" წავიკითხე და აღარ წავედი. კიდევ მომინდა ღვინო. ისევ წავიკითხე და აღარ წავედი. კიდევ მომინდა ღვინო. ისევ წავიკითხე და დავმშვიდდი. ამან გამამხნევა და როცა კი ღვინო მომინდებოდა, სახარებიდან ერთ თავს ვკითხულობდი. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით უფრო ადვილი იყო ყველაფერი. როგორც კი ოთხივე მახარებლის კითხვა დავასრულე, სმის ვნებამაც სრულიად გამიარა და მის მიმართ ზიზღი გამიჩნდა. აი, უკვე ოცი წელია, რაც საერთოდ არ დამილევია. ჩემი ასეთი გარდაქმნა ყველას აოცებდა. სამი წლის შემდეგ ოფიცრის წოდება დამიბრუნეს. შემდეგ სხვა წოდებებიც მომცეს და ბოლოს მეთაურიც გავხდი. დავქორწინდი, კარგი ცოლი შემხვდა. შევიძინეთ ქონება. მადლობა უფალს, ვცოცხლობთ. ღარიბებს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, უცხოებს ვმასპინძლობთ. ჩემი ვაჟი უკვე ოფიცერია, კარგი ბიჭია. ყური მიგდე! მას შემდეგ, რაც ლოთობისგან განვიკურნე, პირობა დავდე, მთელი ჩემი ცხოვრება, ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად, ყოველდღე ვიკითხო სახარება, დღე-ღამეში - ერთი მახარებელი. ასე ვიქცევი. თუ სამსახურში ბევრი საქმე მაქვს და ძალზე ვიღლები, მაშინ ცოლს ან შვილს ვაკითხებ მთელ მახარებელს. ასე უშეღავათოდ ვასრულებ ჩემს კანონს. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად და მის სადიდებლად სახარება ვერცხლით მოვაჭედვინე და ყოველთვის უბით დამაქვს. სიამოვნებით მოვისმინე კაპიტნის ნაამბობი. ვუთხარი: - მსგავსი რამ მეც მინახავს: ჩვენთან სოფლად, ფაბრიკაში თავის საქმეში მეტად გაწაფული ერთი ხელოსანი იყო. კარგი და ძვირფასი ოსტატი, მაგრამ, საუბედუროდ, სვამდა, თანაც - ხშირად. ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა ურჩია, როცა ღვინო მოუნდებოდა, წმინდა სამების პატივსაცემად და იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ოცდაცამეტი წლის აღსანიშნავად ოცდაცამეტჯერ ეთქვა იესუს ლოცვა. ოსტატმა დაუჯერა, მის შესრულებას შეუდგა და მალე სავსებით დაეთხოვა სმას. და აი, კიდევ რა - სამი წლის შემდეგ მონასტერში წავიდა". /"უფალო, შემიწყალე" წიგნი 3, გვ.38-41/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 15 2022, 06:30 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მემთვრალეობაც ნაყროვანების ერთ-ერთი სახეა. თუკი ადამიანს საზრდელის და სასმელი წყლის მიღების დროსაც კი მოეთხოვება ზომიერება, ცხადია, ზომიერება უნდა დაიცვას მათრობელა სასმელების მიღების დროსაც, რადგან ზომაზე მეტად ნასვამი ადამიანი საკუთარი თავის კონტროლის უნარს კარგავს და ხშირად უკეთურ, ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმეებს სჩადის"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი