"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
marine |
Jan 29 2016, 08:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს.
იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვირით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას". "ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად". /სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ (დოდო) ღლონტი/ ვისაუბროთ უფლის ყველა იგავზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 16 2022, 07:45 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფლის იგავთა შორის "მდიდარი და ლაზარე" ერთადერთია, როდესაც მაცხოვარი იგავის პერსონაჟს სახელით იხსენიებს. როდესაც უფალი იგავებს ამბობდა, შეეძლო, პირობითად რაიმე სახელი ეთქვა - ვთქვათ, იუდა, სვიმონი. მაგრამ ნებისმიერ მათგანთან დაკავშირებით ვინმეს შეიძლება ეფიქრა, - ჩემზეა ნათქვამიო; მაგრამ უფალი ხომ იგავებით კონკრეტულ ადამიანს არასოდეს მიმართავდა. უფლის იგავების პერსონაჟებში თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თავი უნდა ამოიცნოს, რათა შინაგანმა ხმამ სინდისი გააღვიძოს და სინანულში მოვიდეს. სამწუხაროდ, ხშირად ასე ხდება - პატივმოყვარე და ამპარტავანი ადამიანი, როცა თავის სახელს გაიგონებს, თავის მართლებას იწყებს და კიდევ უფრო ახშობს საკუთარ თავში სინდისის ხმას. ლაზარე იმდენად კეთილად არის წარმოჩენილი და იმდენად გაჭირვებულადაა აღწერილი, რომ ერთი მხრივ, სულიერად ლაზარეს ადგილას ყოფნას ყველა ინატრებდა და ინდომებდა, მეორე მხრივ კი, თავის თავზეც არავის მიიღებდა, რადგან ასეთი გაჭირვებული არავინ იყო, გადმოცემით, იმ დროს იერუსალიმში მართლაც ცხოვრობდა გლახაკი ლაზარე - უკიდურესად გაჭირვებული, რომელიც თავის სათნოებით იყო ცნობილი. ამის გამოც იყო, რომ უფალმა უკვე კონკრეტულად დაასახელა იგი.
ამ იგავის არსი არის ის, რომ დავინახოთ, თუ რა შეუძლია სიკეთეს და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბოროტებას, არაღვთივსათნო ცხოვრებას: როგორ შეიძლება დაღუპოს სიმდიდრემ ადამიანი, თუ ის კეთილგონივრულად არ განაგებს თავის ქონებას, და როგორ შეიძლება უკიდურეს სიღატაკეშიც კი ცხონდეს კაცი, თუკი მას აქვს უმაღლესი სათნოება - გულმოწყალება, განუკითხველობა, ღვთის სიყავრული და მოშიშება". /სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი (აგრიკოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი