ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
marine |
Nov 23 2017, 06:34 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ინდოელები ამტკიცებენ, რომ კობრა, ინდოეთში ყველაზე საშიში გველი, არ უკბენს აკვნის ჩვილ ბავშვს, მაგრამ გააფრთებული ესხმის მოზრდილ ადამიანს, თითქოსდა ესირცხვება, მოაკვდინოს უწყინარი ადამიანური ქმნილება, რომელსაც წინაარმდეგობის გაწევა არ ძალუძს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 17 2022, 01:03 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თქმულება "ხოგაის მინდი" უძველესთაგანია ქართულ ფოლკლორში. იგი უნდა დათარიღდეს IV საუკუნეზე ადრინდელი პერიოდით, რადგან თავისი შინაარსით, წარმართული პერსონაჟებით, ღვთაებებით ქართული წარმართული ეპოქის გარკვეულ სურათს ქმნის. უკანასკნელი გამოკვლევებით და ზოგი მკვლევრის მოსაზრებით (ამბ. გაჩეჩილაძე), "ხოგაის მინდი" თითქოს ამ ეპოქის ლიტერატურული ძეგლია, ლიტერატურული ნაწარმოების გადმონაშთია, ფრაგმენტი და არა ფოლკლორული ნიმუში - ხალხური თქმულება.
თქმულებაში ხაზგასმულია გველის სიბრძნე, განსაკუთრებით მკურნალობის ცოდნის მხრივ (გველთან დაკავშირებული წარმოდგენები ქართულ ეთნოგრაფიასა და ფოლკლორში საკმაოდ სისრულითაა შესწავლილი ჩვენი ეთნოგრაფებისა და ისტორიკოსების მიერ). საქართველოში გველს უძველესი დროიდანვე უკავშირებდნენ დოვლათიანობასა და ნაყოფიერებას. ის ქართველურ ტომებში ხან ოჯახის მფარველად და დამცველად გვევლინება, ხან უშვილო ქალთათვის შვილიერების მიმნიჭებლად. ამიტომაც არის, რომ უძველს კოლხურ, საკულტო დანიშნულების ბრინჯაოს ცულებზე ხშირად ვხვდებით გველის გამოსახულებას. საკულტო დანიშნულების საგნები: ბრინჯაოს ცული (ცაგერის მუზეუმიდან), ყელსაკიდი სტილიზებულთავიანი გველის გამოსახულებით (ეშერის არქეოლოგიური მასალიდან), თრიალეთში ნაპოვნი თიხის ჭურჭელი (საფიქრებელია, სამკურნალო საშუალებათა შესანახად) გველის სტილიზებული ორნამენტებით მიუთითებს, რომ ქართულ აზროვნებაში გველი დაკავშირებული იყო ნაყოფიერებასა და მკურნალობასთან. ქართულ ხალხურ მედიცინაშიც გველს სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ. ზოგან გველის ტყავი წამლად მიაჩნდათ. ხევსურეთში სამკურნალოდ ახლაც ხმარობენ ყვითელყვავილიან მინდვრის ბალახს, რომელსაც გველის წამალს ეძახიან. "იადიგარ დაუდში" გველის ხორცი საუკეთესო წამლადაა მიჩნეული. "უსწორო კარაბადინში" ხაზგასმულია გველის ქონის, ტყავისა და ქერქის (კანი ქერტლით) წამლად გამოყენება. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი აღწერს კვერს, რომელიც "გუელის ხორცითა" მზადდება. კვერი დიდი "თერიაყის" შემადგენლობაში შედიოდა და მიჩნეული იყო მოწამლულის, გველისა და მორიელის ნაკებენის, ცოფის, მანკანაცის, ღორთელის, ლაყუასა და მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ. მაშასადამე, არა მარტო ფოლკლორსა და ხალხურ მედიცინაში, არამედ ქართულ კლასიკურ სამედიცინო ძეგლებშიც კი გველი წამლადაა აღიარებული. მკურნალობის, ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლოდ გველის აღიარების თემაზეა აგებული როგორც უძველესი თქმულება "ხოგაის მინდი", ისე ვაჟა-ფშაველას "გველის-მჭამელი". გველი, როგორც ბრძენი და მეცნიერი არსება, შემდეგში ქრისტიანულმა რეგლიამაც აღიარა, რაც სახარებაშიც კი აისახა: "იყვენით თქუენ მეცნიერნი ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა ტრედნი". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 90/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი