სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Apr 30 2022, 02:16 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,202 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოს მთაში დღესაც ცოცხალია მძიმე ავადმყოფის "ამინ"-ით დალოცვის წესი - ავადმყოფი ან მისი ახლობლები შესთხოვენ რომელიმე დიდ დღესასწაულზე (მაგალითად, კვირიკობაზე, ზემო სვანეთში) შეკრებილ მლოცველებს ავადმყოფის "ამინ"-ით დალოცვას. მლოცველი მამაკაცი შესთხოვს ღმერთს და წმინდანებს ამ ადამიანის განკურნებას, გარშემო შეკრებილი ხალხი კი ერთობლივ ამინს წარმოთქვამს. საქართველოში გავრცელებული იყო წმინდანების მიჩნევა დაავადებულთა მფარველებად. ამგვარი დამოკიდებულება, ცხადია, სახარებიდან იღებს სათავეს".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 417/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Aug 17 2022, 01:29 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,202 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები სამკურნალო მცენარეების გავრცელების ადგილად ხშირად საქართველოს ახსენებენ. თანამედროვე უცხოელი ავტორები მონათმფლობელურ საქართველოს - კოლხეთსა და იბერიას - სამკურნალო მცენარეებისა და წამლების (შხამების) ქვეყნად მიიჩნევენ და ხშირად "არგონავტიკასა" და მედეას ამბებს უკავშირებენ მათ შესახებ ცნობებს.
საინტერესო ცნობას გვაწვდის ამ საკითხიშ შესახებ ბერძენი ექიმი დიოსკორიდი (ქილიკიიდან), რომელიც ცხოვრობდა I საუკუნეში (ძვ. წ.). იგი აღწერს სამკურნალო მცენარეებს და მიუთითებს მათი გავრცელების ადგილს: "ერთია ძლიერ სასიამოვნო სუნის, რომელიც კოლხიდაში იზრდება, მეორეს კი - რომელსაც ზოგიერთნი გარეულ ნიორს უწოდებენ, ჰქვია "კოლხიკი". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 74/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine ხალხური მედიცინა Apr 30 2022, 02:16 PM
marine "საქართველოს მთა... Apr 30 2022, 04:09 PM
marine "ტოტემი - ცხოველი, ... May 10 2022, 09:05 PM
marine "ავადმყოფობის "... May 11 2022, 08:35 PM
marine "ევპრაქსია - თავა... May 13 2022, 12:32 PM
marine "ივრის ხეობის ფშა... Aug 17 2022, 01:14 PM
marine "მეტად მნიშვნელო... Aug 17 2022, 01:42 PM
marine "კოლხეთის ასულის ... Aug 18 2022, 12:29 PM
marine "XIX საუკუნის პირვე... Aug 18 2022, 04:48 PM
marine "აღსანიშნავია, რო... Aug 18 2022, 05:35 PM
marine რუისის წმინდა კვირ... May 17 2023, 04:59 PM
marine "ისტორიულად ცნობ... Sep 3 2025, 12:08 PM
marine "ჩვენი ქვეყნის მა... Oct 9 2025, 08:04 PM
marine "თაფლში გაზავებუ... Oct 12 2025, 04:33 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th January 2026 - 08:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი