ხალხური მედიცინა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური მედიცინა |
marine |
Apr 30 2022, 02:16 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,140 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოს მთაში დღესაც ცოცხალია მძიმე ავადმყოფის "ამინ"-ით დალოცვის წესი - ავადმყოფი ან მისი ახლობლები შესთხოვენ რომელიმე დიდ დღესასწაულზე (მაგალითად, კვირიკობაზე, ზემო სვანეთში) შეკრებილ მლოცველებს ავადმყოფის "ამინ"-ით დალოცვას. მლოცველი მამაკაცი შესთხოვს ღმერთს და წმინდანებს ამ ადამიანის განკურნებას, გარშემო შეკრებილი ხალხი კი ერთობლივ ამინს წარმოთქვამს. საქართველოში გავრცელებული იყო წმინდანების მიჩნევა დაავადებულთა მფარველებად. ამგვარი დამოკიდებულება, ცხადია, სახარებიდან იღებს სათავეს".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 417/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 17 2022, 01:29 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,140 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები სამკურნალო მცენარეების გავრცელების ადგილად ხშირად საქართველოს ახსენებენ. თანამედროვე უცხოელი ავტორები მონათმფლობელურ საქართველოს - კოლხეთსა და იბერიას - სამკურნალო მცენარეებისა და წამლების (შხამების) ქვეყნად მიიჩნევენ და ხშირად "არგონავტიკასა" და მედეას ამბებს უკავშირებენ მათ შესახებ ცნობებს.
საინტერესო ცნობას გვაწვდის ამ საკითხიშ შესახებ ბერძენი ექიმი დიოსკორიდი (ქილიკიიდან), რომელიც ცხოვრობდა I საუკუნეში (ძვ. წ.). იგი აღწერს სამკურნალო მცენარეებს და მიუთითებს მათი გავრცელების ადგილს: "ერთია ძლიერ სასიამოვნო სუნის, რომელიც კოლხიდაში იზრდება, მეორეს კი - რომელსაც ზოგიერთნი გარეულ ნიორს უწოდებენ, ჰქვია "კოლხიკი". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 74/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2024 - 07:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი