სულხან-საბა ორბელიანი, რას ფიქრობთ სულხან-საბა ორბელიანის "გაკათოლიკების" შესახებ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულხან-საბა ორბელიანი, რას ფიქრობთ სულხან-საბა ორბელიანის "გაკათოლიკების" შესახებ? |
ნათია |
Mar 25 2007, 08:10 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
„მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“. - ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.
საინტერესოა სულხან-საბას ცხოვრების ერთი მონაკვეთი, რომელიც მის „გაკათოლიკებას“ ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედება იძულებით გაღებული ხარკი იყო საქართველოს გადასარჩენად, ვახტანგ VI ტყვეობიდან დასახსნელად და მაჰმადიანური ზეგავლენისაგან თავის დასაღწევად. „დასაღუპავად განწირული ქართველები ამ საფარის ქვეშ თავიდან იცილებდნენ გასომხებასა და გათათრებას, ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე კი იბრუნებდნენ მართლმადიდებლის სახელს“ (მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე). სულხან-საბასთვისაც იძულებითი გაკათოლიკება მხოლოდ დროებითი პოლიტიკური ნიღაბი იყო. მართლაც, ევროპიდან დაბრუნებული მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. „მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მომინდომეს“, - წერს იგი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა რომ მართლმადიდებლად აღესრულა, ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთში იგი მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალეს. სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით... იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს - ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს: „სულხან-საბა ორბელისძე სიბრძნით აღხდა ორბებისზე“. დააფიქსირეთ თქვენი აზრი -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Aug 18 2022, 05:03 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულხან-საბა ორბელიანის მრავალმხრივი შემოქმედება დაუშრეტელი წყაროა მეცნიერების სხვადასხვა დარგში მომუშავეთათვის. ენათმეცნიერები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, ბოტანიკოსები, გეოლოგები, ლიტერატორები, მათემატიკოსები თუ ბუნებისმეტყველნი თანაბარი სიუხვით სარგებლობენ საბას სიბრძნისა და მაღალგონიერების ძვირფასი საგანძურით. სულხან-საბა ორბელიანის თანამედროვეთა მიერ იგი აღიარებული იყო დიდი ინტელექტისა და განათლების მქონე პიროვნებად.
საბას დახვეწილმა დიპლომატიურმა მანერებმა და კულტურამ ათქმევინა რომის პაპ კლიმენტი II-ს ასეთი სიტყვები: "მიხარია, რომში დიდი ხმა დაგივარდა, კარგა იქცევი და ჭკვიანად". ი. რიშარი კი, რომელიც თან ახლდა საბას ევროპაში მოგზაურობისას, მინისტრ ტურსისადმი მიწერილ წერილში წერს, რომ სულხან-საბა ორბელიანს სამეფო კარზე "ისეთს პატივს სცემენ და ისე უყვართ, როგორც საკუთარ მამას. მთელ საქართველოსაც მამად მიაჩნია". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 226/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 04:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი