მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 25 2022, 06:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყოველწლიურად, 8 მაისს (ძველი სტილით) იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომელსაც მორწმუნენი აგროვებდნენ და სასწაულებრივ იკრუნებოდნენ. უფალმა თავის საყვარელ მოწაფეს ძმასთან ერთად "ბანერგეს" - ძენი ქუხილიანი უწოდა და ამით მიანიშნა მათ ცეცხლოვან მოშურნეობასა და სიძლიერეზე. იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი - სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება - "ღვთისმეტყველი" წმიდა ეკლესიამ მოციქულებიდან მხოლოდ წმიდა იოანეს მიაკუთვნა - ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს...
რომში ტრაიანეს გამეფების შემდეგ, იოანე დააბრუნეს ეფესოში და ისევ განაგრძო მოციქულის საქმიანობა. ის იყო ერთადერთი 12 მოწაფეთაგანი ვინც მშვიდად მიიცვალა 100 წ. 26 სექტემბერს. როგორც ამბობენ , როცა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, თვითონ გააჭრევინა საფლავი ჯვრისებურად, ჩაწვა შიგ. აიძულა მოწაფეები ცოცხლად მიეყარათ მისთვის მიწა. 3 დღე და ღამე არ მოსცილებიან მის საფლავს მოწაფეები. III დღის ბოლოს საფლავიდან საოცრად სურნელოვანი ცისფერი ბოლო ამოვიდა. გათხარეს საფლავი და წმ. იოანე იქ აღარ აღმოჩნდა. ამის გამო ზოგიერთ წმ. მამათა აზრით უფალმა თავისი საყვარელი მოწაფე ხორციელად აამაღლა ზეცაში და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელთან ერთად იგი მუდამ ჩვენთანაა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი