მაქსიმე აღმსარებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მაქსიმე აღმსარებელი |
კანუდოსელი |
Feb 12 2008, 12:49 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა შემოგთავაზოთ ამ უდიდესი წმინდანის შესახებ თემა, სადაც მინდა ვისაუბროთ იმ ისტორიული წყაროების შესახებ, რომლებიც გვამცნობენ წმინდა მაქსიმეს ცხოვრებას და მის მოღვაწეობას.
აქვე მაქვს კონკრეტული კითხვა: ცნობილია, რომ წმინდა მაქსიმე აღესრულა საქართველოში, სადაც ის გადასახლებული იქნა მისი მართლმადიდებლური აღმსარებლობის გამო, მაგრამ ამავე დროს ცნობილია, რომ მისი წმინდა ნაწილი (ხელი) ინახება ათონის მთის პავლე საჭურისის მონასტერში. ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ეს წმინდა ნაწილი ათონზე? ძალიან დამავალებთ, თუ დამეხმარებით. წინასწარ დიდი მადლობა პატივისცემით კანუდოსელი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
marine |
Aug 27 2022, 09:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,127 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღმერთი და ყველა, ვინც ღმერთს მსახურებს, ერთ ენერგიაში მთლიანდებიან", - ბრძანებს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, მაგრამ ის არ გულისხმობს, რომ ასეთ პირობებში განღმრთობილ წმინდანებს მათი პიროვნული თავისუფალი ნება ეზღუდებათ. წმინდანი ღმერთის სიდიადეს ხედავს და საკუთარ ნებას თავისი სურვილითა და სიყვარულით ჯერ ღმერთს უკავშირებს, ხოლო შემდეგ ღმერთის ნებას უძღვნის. პიროვნებები, რომლებიც ღმერთამდე მაღლდებიან და არ კარაგავენ საკუთარ პიროვნულობას, - განაგრძობს წმინდა მაქსიმე, - "ღვთის მადლით ღმერთები ხდებიან და ამავე დროს ქმნილებებად რჩებიან, ისევე, როგორც იესო ქრისტე განკაცდა, გაჩნდა კაცად და დარჩა ღმერთად". ამრიგად, ადამიანები განიღმრთობიან არა ბუნებით, არამედ როგორც "ქმნილი ღმერთები" - მადლით, ანდა სტატუსით.
პიროვნება სულსა და სხეულს ერთდროულად წარმოადგენს. სწორედ ამიტომ იესო ქრისტემ სრული ადამიანი გამოისყიდა, რაც საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ " როდესაც განიღმრთობა ჩვენი სული, მასთან ერთად ჩვენი სხეულიც უნდა განიღმრთოს", - წერს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი" /"კარიბჭე" N9, 2022, გვ.7/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 11:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი