მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 2 2022, 05:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფლის კურთხევით მოციქულმა მათემ უფლისმიერ ბოძებული ჯოხი დარგო ახლადაშენებული ეკლესიის წინ, რომელმაც ყველას თვალწინ გამოიღო შესანიშნავი ნაყოფი და ხის ძირიდან გამოვიდა წყარო, რომელშიც პირს თუ დაიბანდნენ, ყველანი ლამაზდებოდნენ. აქ მონათლა წმიდა მათემ ქალაქის მთავრის - ფულვიანეს ეშმაკეული ცოლ-შვილი, რომელნიც ფიზიკურად და სულიერად გალამაზდნენ. ფულვიანეს ჯერ გაეხარდა ეს ამბავი, მაგრამ როცა მასიურად იწყეს მონათვლა, მაშინ წმიდა მათეს მოკლა გადაწყვიტა და მისი ბრძანებით მიწაზე ლურსმნებით დააკრეს, ფიჩხი დააყარეს და ისე წაუკიდეს მას ცეცხლი. მალე ცეცხლი ვარდად იქცა, წმინდა მათე კი უვნებელი იყო. ფულვიანემ ეს წმიდა მათეს გრძნეულებას დააბრალა, კიდევ დააწყობინა მის ზურგზე ფიჩხი, გოგირდი, კუპრი და წაუკიდა ცეცხლი, გარშემო 12 ოქროს კერპი შემოუწყო. ცეცხლმა დაადნო კერპები, ბოლოდ იქიდან გამოძვრა ცეცხლის გველი და ჩასაყლაპად გამოუდგა მთავარს. მაშინ კი შეეხვეწა ფულვიანე შველას წმიდა მათეს. მან ცეცხლი შერისხა და გველიც გაუჩინარდა. ფულვიანემ დიდი პატივით მოინდომა ცეცხლიდან გამოეყვანა წმიდა მათე, მაგრამ მოციქულმა აღარ ინება, ილოცა და ლოცვაში მიაბარა სული უფალს.
მთავარმა ძვირფასი შესამოსელით შემოსა პატიოსანი და ცეცხლისაგან უვნებლად გადარჩენილი წმიდა მოციქულის გვამი, დაასვენა ოქროს ტახტზე და წარჩინებული კაცების ხელით შეასვენა თავის სასახლეში. ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება ფულვიანეს, ამიტომ მან წმიდა მათეს ცხედარი წყალგაუვალი რკინის ჭურჭელში ჩადო და ზღვაში ჩაუშვა, იმ განზრახვით, რომ თუ მათე მოციქული მართლაც ცოცხალი ღმერთის მოციქული იყო, მაშინ ამ ჭურჭელს ზღვა ნაპირზე გამორიყავდა. როცა ეს ჭურჭელი II დღე ნაპირზე იპოვეს, მაშინ კი დიდი სინანული იგრძნო ფულვიანემ და მოინათლა. ნათლობისას უფლის ხმა მოესმა ზეციდან, რომ მათე დაერქმიათ მისთვის" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი