მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 2 2022, 05:49 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმ. იაკობ ალფესის შესახებ არსებობს ცნობა, რომ ის დაბადებიდან წმიდანი იყო, არ სვამდა ღვინოსა და თაფლუჭს, არ ჭამდა ხორცს და ა.შ. მხოლოდ მას ჰქონდა უფლება ელოცა ტაძრის წმიდათა ნაწილში, ბევრჯერ უნახავთ მუხლმოყრილი როგორ ლოცულობდა თავისი ერისათვის. ამიტომ მას მოიხსენიებენ როგორც მართალ იაკობს. ერთ-ერთი გადმოცემით მას უფლის ხორციელი ძმა იმიტომ ეწოდება, რომ როცა მართალი იოსები მემკვიდრეობას ურიგებდა თავის შვილებს, იესოს არცერთმა არ არგუნა ნაკვეთი და მხოლოდ იაკობ უმცროსმა გაუნაწილა თავისი პატარა ნაკვეთი ნაზარეთში.
წმ. იაკობს ისეთი ქადაგებები ჰქონდა, რომ ბევრი ებრაელი მისი ქადაგებებით გახდა ქრისტიანი. ამის გამო იუდეველნი შეშინდნენ, რომ ყველა ებრაელი არ მონათლულიყო ქრისტიანად და ამიტომ გადაწყვიტეს მისი სასწრაფოდ მოკვლა. 62 წელს (ბიბლიურ ენციკლოპედიაში არის 62 წელი, ხოლო სხვაგან არის სხვა თარიღებიც, 49 და 51), წმ. იაკობი გადმოაგდეს ეკლესიის სახურავიდან, ის კი ისევ მაინც ქრისტეს ადიდებდა და უფალს შესთხოვდა თავისი მტრებისთვის ეპატიებია. შემდეგ წმ. მოციქული ქვებით ჩაქოლეს. მისი ხსენებაა 22 ოქტომბერსა და 26 დეკემბერს (ძვ. სტილით)". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი