მორწმუნე ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მორწმუნე ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს |
marine |
Jul 18 2020, 01:19 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იმ შესაწირთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ეკლესიაში ძველთაგანვე ხატთა წინაშე წმინდა სანთლის ანთებაა მიღებული. ამით ქრისტიანი ღმერთს უდასტურებს, რომ მისი გულიცა და სულიც უფლის ერთგულებით, სიყვარულითა და სასოებითაა ანთებული.
ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ, უფალთან "კომერციული ურთიერთობა" დაამყარონ. მაგალითად, "ღმერთო, ესა და ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებო". უფალს ჩვენგან არც დიდი სანთელი უნდა და არც პატარა, - შემოქმედს ჩვენი მოყვარული გულის ხილვა სურს. სანთელი კი არის ნიშანი იმისა, რომ შეგვწევს ძალა, სულიერისთვის მატერიალური გავიღოთ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 2 2022, 06:05 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ანთებული სანთელი არა მარტო ანათებს, ათბობს კიდეც, რაც გამომხატველია კაცობრიობისადმი, ადამიანთა მთელი მოდგმიასდმი, ქრისტეს გულმხურვალე სიყვარულისა, რომელიც ათბობს და ანთებს ჩვენს სულებს და სანთლიდან ამავალი ალის მსგავსად ჩვენი ფიქრი ზეციური მეუფისკენ აჰყავს.
ცვილისგან დამზადებული სანთელი საუკეთესო შესაწირად ითვლება, რადგან შესაწირად ცვილს ფუტკარი ყვავილებისაგან ამზადებს. წმიდა მამათა განმარტებით კი, მრავალი სურნელოვანი ყვავილსგან და ფუტკრის ნექტრისგან წარმოქმნილი ცვილი სიმბოლურად უზენაესის მიერ შექმნილი მთელი სამყაროს ძღვენს წარმოადგენს. ამდენად, როცა ღმერთს ცვილისაგან დამზადებულ სანთელს ვწირავთ, გამოვხატავთ სურვილს, ძღვნად მივართვათ უფალს, მისი რომელიმე ქმნილების საუკეთესო და ძვირფასი ნაყოფი; ცვილის სირბილე კი ღვთის მორჩილებისთვის ჩვენი მზადყოფნის გამომხატველია; როგორც ყველაზე წმიდა და სუფთა, თაფლის სანთელი სიმბოლურად მისი შემწირველის სულიერ სასუფეველსა და სიწმიდეს გამოხატავს და შეგვახსენებს, რომ სულის გაწმენდაზე ვიზრუნოთ" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი