![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kent5 |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 ![]() |
დღეს რადგან ამ ორი წმინდანის ხსენების დღეა, მინდა მოკლედ საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან რამდენიმე საინტერესო საკითხს შევეხო. მოციქულები ქრისტეს ამაღლემამდე და სული წმინდის მოფენამდე მხურვალე მონაწილეობას არ იღებდნენ ახალი სჯულის გავრცელებაში, არამედ სულ მუდამ გარს ეხვივნენ თვით ღმერთ-მოძღვარს და მისგან განიმტკიცებოდნენ სჯულის სწავლაში.მეათე დღეს ქრისტეს ამაღლების შემდეგ მათ მოეფინათ სული წმინდა ,,და აღისნეს ყოველნი სულითა წმინდითა და იწყეს სიტყვად უცხოთა ენითა,ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყვასა. ამნაირი სასწაულის შემდეგ მოციქულებმა სხვადა-სხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. ამ დროს იეროსალიმში მოხდა სული წმინდის მოფენა. ეს იყო პირველი გამარჯვება მოციქულებისა. ამ დღიდან ისინი განშორდნენ ერთმანეთს და გაემგზავრნენ იმ ქვეყნებისაკენ, რომელთ განათლებაც წილად ხვდათ სული წმიდის მოფენის დღეს.-საქართველოში შემოვიდნენ მოციქულნი ანდრია და სიმონ კანანელი. ამათიქადაგეს ქრისტეს სჯული იმერეთში (კოლხიდაში) და ზემო ქართლში სამცხემდე. ხოლო მოციქულმა ბართლომემ მოიარა საქართველოს აღმოსავლეთის მხარე რომელსაც მაშინ ერქვა ,,ალბანია'' და იქ დასთესა თესლი პოხიერი და მაცხოვნებელი (იხ. მოთხრობა სოფრონისა გვ.397). მკითხველს თავი, რომ არ მოვაბეზრო თხრობას შევწყვიტავ ვფიქრობ ყველაზე საინტერესო ადგილას და შემდეგ გავაგრძელებ თუ იქნება თქვენი დაინტერესება რათქმაუნდა. მე, ადრე დავწერე, რომ პროფესიით ისტორიკოსი არა ვარ მაგრამ იმდენად შეყვარებული ვარ და ძალიან მაინტერესებს საქართველოს ეკლესიის ისტორია და ამ მიზეზით უკვე რამდენიმე წელია პირადად ჩემი ძალებითა და ხარჯებით მოვიკვლიე არა ერთი საინტერესო მასალები როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთაც, რატომღაც გამიჩნდა სურვილი (ვხედავ, რომ ამ საიტს სერიოზული მკითხველიც და საქართველოზე შეყვარებული ხალხია ფორუმის წევრები). ჩემი ნაშრომი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია რაზედაც ბოდიშს ვიხდი მალე წიგნად გამოვა (სახსრებზეა დამოკიდებული), მანამდე გადავწყვიტე ამონარიდებს შემოგთავაზებთ. ,,უფალი იყოს ჩვენი შემწე, ამინ''.
![]() -------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმ. ანდრია პირველწოდებული სამჯერ შემოსულა საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად. მეორედ და მესამედ მასთან ერთად დასაველთ საქართველოში შემოვიდნენ წმ. სვიმონ კანანელი და წმ. მატათა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის ცნობით, საქართველოში სხვა მოციქულებიც შემოსულან, თვით წმ. პეტრე მოციქულიც კი.
აღმოსავლეთ საქართველო ბართლომეს გაუქრისტიანებია; იგი შემდეგ ალბანეთსა და სომხეთშიც გადასულა, სადაც დიდი წამების შემდეგ ცოცხლად გაუძვრიათ ტყავი (ზოგიერთი ცნობით - ალბანეთში გაუძვრიათ ტყავი). როგორც მეუფე ანანია (ჯაფარიძე) სლავურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, თომა მოციქულის საყდარიც იბერია ყოფილა. იქნება სწორედ ამიტომაცაა თბილისის სიონის ტაძარში წმ. თომა მოციქულის თავის ქალა?! არსებობს ისტორიკოსთა ცნობები, რომ საქართველოში უქადაგია წმ. მოციქულ თადეოზს (იუდა იაკობისას). მღვდელი პ. კარბელაშვილი კი წერს, რომ ანჩის საეპისკოპოსო თვით წმ. ანდრია პირველწოდებულმა და წმ. პეტრე მოციქულმა დაარსაო". /ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 152/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 02:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი