მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 5 2022, 10:13 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"III მოგზაურობის დროს ანდრია მივიდა ოსეთამდე. ამის შემდეგ წმ. ანდრიამ შემოიარა საბერძნეთი. ქ. პატრში მან მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნა ქალაქის უფროსის ცოლი და ეპარქის ძმა - ფილოსოფოსი სტრატოკლე, (ზოგჯერ სტრატოკლეს სტრატოკლეოსადაც იხსენიებენ) რომელიც, ქალაქის სხვა მცხოვრებლებთან ერთად, დაუყოვნებლივ მოექცა ქრისტეს რჯულზე. თვითონ ეპარქი, ამ დროს, რომში იყო წასული. დაბრუნების შემდეგ, წმ. ანდრიას მოსთხოვა უარი ეთქვა თავის მრწამსზე. მან, რა თქმა უნდა, უარი შეუთვალა და ეპარქმა წმ. ანდრია საპყრობილეში მოათავსა.
მორწმუნეები, მათ შორის სტრატოკლეც, მივიდნენ წმ. მოციქულის სანახავად, მაგრამ კარები ჩაკეტილი დახვდათ ბოქლომით. ანდრია პირველწოდებულმა ჯვრით მოახდინა სასწაული და გახსნა კარები... მთელი ღამე ერთად ილოცეს, წმ. ანდრიამ სტრატოკლე ეპისკოპოსად აკურთხა, ყველას გამოემშვიდობა და ისევ ჯვრის მადლით ჩაკეტა კარები. მეორე დღეს, ეპარქმა ეგეატმა იქსისებურ ჯვარზე გაკვრით სიკვდილი მიუსაჯა წმ. ანდრიას. წმ. ანდრია აღელვებულ ხალხს ამშვიდებდა, მისთვის გამზადებულ ჯვარს კი ასეთი სიტყვებით შეხვდა: "ჯვარო, ქრისტეს სხეულით ნაკურთხო, საშინელი იყავი შენ, სანამ ქრისტეს მიაკრავდნენ შენზე, ახლა კი სიხარულითა და აღტაცებით გღებულობთ ჩვენ, მიმიღე მეც, ქრისტეს მოწაფე!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი