IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ალექსანდრე მაკედონელი საქართველოს წინააღმდეგ., მაკედონელი და საქართველოს პირველი მეფე.
iveria.
პოსტი Jun 26 2009, 03:03 PM
პოსტი #1


ივერია
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 23
რეგისტრ.: 18-March 09
წევრი № 6,677



kitxva.gif მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტეს დაბადებამდე ალექსანდრე მაკედონელმა შეკრიბა საბერძნეთის საუკეთესო ჯარი, მშვენივრად შეიარაღებული და გადმოვიდა აზიაში სპარსეთის დასაპყრობად. ალექსანდრე რამდენჯერმე შეებრძოლა სპარსეთის მეფეს და სასტიკად დაამარცხა. მან დაიპყრო მთელი სპარსეთი და სხვა მრავალი ქვეყანა. ამ დიდ ბრძოლაში სპარსელებს ეხმარებოდნენ ქართველები. განრისხებულმა ალექსანდრე მაკედონელმა საქართველოს დასაპყრობად გამომზავნა ა ზ ო დიდი ჯარით. აზომ დაიპყრო მთელი ივერია და დაადო მონობის მძიმე უღელი. ბრძოლაში მოჰკლეს ქართლის მამასახლისი ს ა მ ა რ ა და მისი ძმა მ ი ტ რ ი დ ა ტ ი. დიდი სასტიკობა გამოიჩინა აზომ საქართველოში: დაანგრია მრავალი ციხე, ხოლო ოთხ საუკეთესო ციხეში ჩააყენა თავისი ლაშქარი. მანვე მძიმედ დაბეგრა ქართველი ხალხი და დაუწყო მას უდიერად მოქცევა. ბევრ საუკეთესო ქართველს მტარვალებმა უმიზეზოდ მოუღეს ბოლო. ბევრი დამცირება, წვალება და უსამართლობა ხვდათ წილად ქართველებს მაკედონელთაგან. ქართველი ერი აღშფოთდა ბატონობის წინააღმდეგ. მან შეიგნო ერთობის ძალა; ყველანი მზად იყვნენ მოეხდინათ ამბოხება აზოს წინააღმდეგ და ბრძოლით მოეპოვებინათ თავისუფლება. ქართველები ელოდნენ მხოლოდ გმირს, მეთაურს, და აჰა, გამოჩნდა გმირიც! ეს იყო ქართლის მამასახლისი სამარას ძმისწული ფ ა რ ნ ა ო ზ ი. P.S. შემოგთავაზეთ ძალიან შემოკლებული ეპიზოდი საქართველოს ისტორიის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდისა.


--------------------
,,ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ'' (მათ.7,7)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Sep 6 2022, 07:45 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,127
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისევ ალექსანდრეს [მაკედონელი] მაგალითი რომ მოვიტანოთ, იგი ისე გაამპარტავნდა, რომ ამბობდა: ერთი ხელით აღმოსავლეთი მიჭირავს და მეორეთი - დასავლეთიო. მხოლოდ სიკვდილის მოახლოებამ აუხილა თვალი და 32 წლის ასაკში ეს უდიდესი დამპყრობელი, სხვისი მიწების მომხვეჭელი, იმავე მიწას შეერია, რისთვისაც მთელი შეგნებული სიცოცხლე იბრძოდა"

/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 105-106/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
iveria.   ალექსანდრე მაკედონელი საქართველოს წინააღმდეგ.   Jun 26 2009, 03:03 PM
zegardeli   შესანიშნაბი თემა ...   Jun 26 2009, 03:29 PM
iveria.   მე, მაქვს მართლა უ...   Jun 26 2009, 04:10 PM
inaina   მე, მაქვს მართლა უ...   Jun 26 2009, 07:46 PM
KAIROS   ? :o რას ქვია უნიკალუ...   Jun 26 2009, 07:42 PM
ანნო   საინტერესოა...   Jun 26 2009, 08:39 PM
ქევანა   ვიტყოდი რაღაცას, მ...   Jun 26 2009, 09:14 PM
bekas   ვიტყოდი რაღაცას, მ...   Jun 26 2009, 09:24 PM
iveria.   :მადლიობა: უნიკალ...   Jun 27 2009, 04:57 PM
staywhite   iveria. საინტერესო თემ...   Jun 27 2009, 08:19 PM
ნაინა   iveria. რა თქმა უნდა საი...   Jun 27 2009, 08:44 PM
kent5   ძალიან გამიხარდა ...   Jun 27 2009, 09:27 PM
tamara   RE: ალექსანდრე მაკედონელი საქართველოს წინააღმდეგ.   Jun 27 2009, 10:01 PM
staywhite   kent5 მასეა, იბრალებე...   Jun 27 2009, 10:07 PM
bekas   iveria. და რას ეყრდნობა...   Jun 27 2009, 10:07 PM
ქევანა   kent5 და რა დისკუსია უ...   Jun 27 2009, 10:15 PM
bekas   kent5 და რა დისკუსია უ...   Jun 27 2009, 10:20 PM
staywhite   ქევანა ვუთხარ უკვ...   Jun 27 2009, 10:20 PM
iveria.   მოსე გიორგის-ძე ჯა...   Jun 29 2009, 12:02 AM
bekas   iveria. უცნაურია, წესით...   Jun 29 2009, 12:55 AM
sable   მოკლედ რომ ვთქვათ ...   Jun 29 2009, 01:57 AM
ქევანა   sable გენაცვალე :D :rolleyes: ...   Jun 29 2009, 01:57 PM
kent5   :hello: ქევანა რა იცოდ...   Jul 29 2009, 07:03 PM
marine   "ალექსანდრე დიდი...   Aug 3 2015, 03:57 PM
marine   "მან დაიპყრო მთელ...   Sep 15 2016, 09:32 PM
marine   "ალექსანდრე მაკე...   Jan 4 2021, 08:12 PM
marine   "ალექსანდრე მაკე...   Jan 12 2021, 08:30 PM
marine   "[მეფე] ფარნავაზი...   Jan 27 2021, 08:44 PM
marine   "წმინდა წერილში ა...   Nov 9 2021, 08:19 PM
marine   "ანტონ I-ს ეკუთვნი...   Feb 7 2022, 08:16 PM
marine   "ალესანდრე მაკედ...   Mar 6 2022, 06:28 PM
marine   "ალესანდრე მაკედ...   Mar 7 2022, 01:18 PM
marine   "ეგონათ, მაკედონე...   Mar 18 2022, 08:41 PM
marine   "მემატიანე უცხო ე...   Apr 2 2022, 04:42 PM
marine   "ისევ ალექსანდრე...   Sep 6 2022, 07:45 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 01:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი