![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#41
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,353 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის "განყოფა"
კ. კეკელიძე წერს: "სომხებისაგან ეკლესიურად ჩამოშორება, რომელსაც ადგილი ჰქონდა VII საუკუნის დასაწყისს, მოხდა, როგორც ცნობილია, სხვათა შორის, ეროვნულ-კულტურული იდეოლოგიის საფუძველზედაც. ქართველები ამიერიდან მიზნად ისახავენ თანდათანობით განთავისუფლებას აღმოსავლური საეკლესიო ტრადიციებისაგან. ამ ნიადაგზე წარმოიშვა გამწვავებული პოლემიკა სომხებთან, რომელიც იქამდე მივიდა, რომ ქართველემებმა წარსულშიაც კი უარყვეს ყოველგვარი კულტურულ-ეკლესიური ურთიერთობა სომხებთან..." განხეთქილება, რომელსაც ქართველი და სომეხი ისტორიკოსების თანახმად, შედეგად მოჰყოლია "განყოფა" ამ ეკლესიათა შორის, შედეგი ყოფილა იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციისა. პ. ინგოროყვა კარგად გადმოსცემს ქვეყნის მდგომარეობას: "იბერიაში მე-6 საუკუნის 70-იან წლებში მოხდა აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ, რაც დასრულდა ეროვნული ხელისუფლების აღდგენით იბერიაში, მაგრამ მდგომარეობა იბერიის ამ ახალი ხელისუფლებისა არ იყო მტკიცე; ამის გამოსახულებაა კერძოდ ის ფაქტიც, რომ იბერიის ხელისუფლების მეთაური ატარებს არა "მეფის", არამედ "ერისმთავრის", ანდა "დიდი ერითავის" ტიტულს. იმ დროს არსებულ საერთაშორისო ვითარებაში იბერიის ძველი "სამეფოს" აღდგენა ვერ მოხერხდა. იბერიის ამ ახალ ხელისუფლებას უხდება მერყეობა ორ გარეშე ძალას - ირანსა და ბიზანტიას შორის. 590-604 წლებში იბერია ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცევა; შემდეგ 605 წლიდან, ვიდრე 620-იან წლებამდე,, იბერიაში ისევ ირანის მფლობელობა დამყარდა; ხოლო 620-იანი წლებიდან ირაკლი კეისრის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროიდან, იბერია კვლავ ბიზანტიის გავლენის სფეროშია მოქცეული." (პ. ინგოროყვა - გიორგი მერჩულე, 1954 წ. გვ.30) 570-იანი წლებიდან 604 წლამდე, როცა საქართველო მოქცეული იყო ბიზანტიის გავლენის სფეროში, ქართული ეკლესია სრულიად ქალკედონურია და აღარ იმყოფება სომხური ეკლესიის ზეგავლენის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ამ ორი მოძმე ეკლესიას მაინც აქვს ურთიერთკავშირი, ალბათ, კულტურულ-სულიერი. მაგალითად, მომავალი ქართლის კათალიკოსი კირიონი დაახლოებით ამ პერიოდში ჯერ სომხეთში მოღვაწეობს, სადაც ის ეპისკოპოსია, შემდგომ კი გადმოდის ქართლში. მდგომარეობა სრულიად იცვლება 604 წლიდან, ბიზანტიაზე სპარსეთის წარმატებითი გამარჯვებების და ამიერკავკასიის სპარსეთისადმი დაქვემდებარების შემდგომ. თუკი 570 წლებიდან, ვიდრე 604-605 წლებამდე ქართული ეკლესია სომხური ეკლესიისაგან სრულიად დამოუკიდებელი იყო, 604/5 წლებიდან სომხეთს უცდია ქართული ეკლესია კვლავ მოექცია თავისი ზეგავლენის ქვეშ ისევე, როგორც იყო VI საუკუნის 50-70-იან წლებამდე. 604/5 წლებიდან სომხური ეკლესიის ცდას - დაემორჩილებინა ქართული ეკლესია, საქართველოში გამოუწვევია საპირისპირო რეაქცია, რასაც 607-609 წლებში შედეგად მოჰყვა "განყოფა" ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის. სომეხთა კათოლიკოსმა აბრაამმა აუკრძალა სომხებს რაიმე კავშირი ჰქონოდათ ქართველებთან. თვით სომხური წყაროების თანახმად, სომხური ეკლესისაგან სრული დამოუკიდებლობა ქართული ერის ყველა ფენის სურვილი ყოფილა. მათ საერთო მისწრაფებას ახორციელებდა ქართლის დიდი კათოლიკოსი კირიონი. როგორც სმბატ მარზპანის ეპისტოლედან ჩანს, სომხური მხარე ქართველებს აფრთხილებდა, რომ თუ ქართული ეკლესია კვლავ გააგრძელებდა სომხეთისაგან დამოუკიდებლობის კურსს, იგი ამას შეატყობინებდა სპარსეთის მეფეს და დასჯიდა არა მარტო ეკლესიას, არამედ საერთოდ ქვეყანას. მართლაც, 614 წელს სპარსეთის სახელმწიფომ გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც ყველა ქრისტიანი არამარტო ამიერკავკასიაში, არამედ მის მთელ იმპერიაში უნდა დამმორჩილებოდა სომხურ ეკლესიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაასახლებდნენ. ჩანს, 614 წლის ე. წ. "სპარსული კრების" შემდეგ, საქართველოში მრავალი მონოფიზიტი გაჩენილა. ამას ხელს ისიც შეუწყობდა, რომ თვით ერისმთავარი სტეფანოზი სპარსული ორიენტაციისა იყო და მტრულად დახვდა ბერძნებს. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#42
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,353 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონოფიზიტობა სომხეთში შემოიტანა ალექსანდრიის პატრიარქმა პეტროს მკაწვრელმა V საუკუნეში. პეტროს მკაწვრელი თავის დროზე იყო თურმე ძალიან წმიდა ეპისკოპოსი, იმდენად წმიდა, რომ თანამწირველებად ანგელოზები ჰყოლია. მაგრამ შემდეგ ჩავარდა ღმრთისმშობლის გმობაში: წმიდა გადმოცემის მიხედვით "უნებურად შესცოდა დედოფალმა და დაიწყო პეტროსმა ლანძღვა და წყევლა ქალთა მოდგმისა. დედოფალმა პატიება სთხოვა თავმდაბლად და მიუთითა, რომ მისი გულისათვის მთელ ქალთა მოდგმას ნუ წყევლიდა, რამეთუ იგი ღმრთისმშობელსაც მისწვდებოდა, რადგანაც ღმრთისმშობელიც ქალია და და ამავე დროს დედა არის ყოველთა, ხოლო რადგან პეტროსს არ მოუშლია თავისი ლანძღვა-გინება, განრისხებულ დედოფალს განუკვეთია იგი ეკლესიიდან". ამის შემდეგ მასში გაიმარჯვა ეშმაკმა და იგი გახდა მონოფიზიტი. ასე გაუკუღმართებული აღმსარებლობით ჩამოვიდა სომხეთში და შერყვნა წმიდა გრიგოლ პართელის მიერ დაკვიდრებული მართლმადიდებლობა. პეტროს მკაწვრელს ყოველგვარ დახმარებას უწევდა სპარსეთი, რომლის სანუკვარ ოცნებას წარმოადგენდა მართლმადიდებლობის განადგურება საერთოდ".
/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 191/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 04:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი