ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია |
marine |
Mar 31 2022, 09:43 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართული ეროვნული სამზარეულო მრავალფეროვანია. ქართული კერძების მრავალფეროვნებას ჯერ კიდევ ძვ.წ.-ის V-IV საუკუნეებში ქსენოფონტე აღნიშნავდა. რძის პროდუქტებიდან მაღალი გემოვნებითი თვისებებით გამოირჩეოდა თუშური გუდის ყველი და მეგრული სულუგუნი. ჩვეულებრივ, სულუგუნი გადახარშულ-გადაზელილი ყველია. ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებული ყველის ნაირსახეობა - სულუგუნი კოლხეთის დაბლობში ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ არის შექმნილი და მისი შექმნის მიზეზი ხანგრძლივად შენახვის საჭიროება იყო. არ შეიძლება არ დავასახელოთ საცივი, ხინკალი, გოზინაყი და ჩურჩხელა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 358/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 6 2022, 08:45 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველისთვის პური ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალური კერძია, მას საკულტო დანიშნულება გააჩნია და ამიტომაც ნებისმიერი სეზონის და ნებისმიერი ტრაპეზის განუყოფელი ნაწილია. ქართველი ლხინს "პურობას" ეძახის, ერთად ტრაპეზს კი "პურის გატეხვას", გულღია და ხელგაშლილ ადამიანს "პურადი" ჰქვია, ხოლო ძუნწს - "პურძვირი", ასე რომ, პურის მრავალნაირი სახეობა აქვთ რეგიონების მიხედვით: გურგვალი, ლავაში, შოთი, დედას პური, ხმიადი. ქართული პურის არომატს ოდითგანვე ტექნოლოგიური პროცესი განსაზღვრავს, შეშით, წალმით თუ თონეში გამომცხვარი სხვადასხვა არომატისა და გემოს მატარებელია. აქედან გამომდინარე, ყველა სეზონზე ის ნებისმიერი ქართული მენიუს განუყოფელი ნაწილია.
ქართველები სუფრასთან მხოლოდ ჭამა-სმისთვის არ სხდებიან. მათი სიხარული იმითაც არის განპირობებული, რომ მათი მონაწილეობით სრულდება რიტუალი, რომლის მიზანია, ადამიანთა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება-განმტკიცება. კავშირი ერთმანეთთან აწმყოში და წინაპართან წარსულში. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ეს დიდწილად ასე არის". /"კარიბჭე" N9, 2022, გვ. 40/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი