ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
marine |
May 10 2022, 09:16 PM
პოსტი
#101
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწეობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა" რომ ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპეწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5;7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე 4;22)".
/კ.ვ. ზორინი, "გნებავს რაითა განიკურნო?" გვ. 37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 8 2022, 06:56 PM
პოსტი
#102
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღმერთმა მიმატოვა. ფეხის წყლულებმა- ეგზემამ კულმინაციას მიაღწია.
და ამ ტკივილებისა და მწუხარებების უფსკრულში, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი, ვხედავ საკუთარ თავს მარტოდ დარჩენილს, რომელიც სასოწარკვეთილი თავგანწირვით ებრძვის უმძაფრეს და გაუსაძლის ტალღებს; სასოწარკვეთილება მომეძალა და შემიპყრო. ამის გახსენებაზეც კი ვკანკალებ და თავზარი მეცემა. ჩემს საძმოს არაფერს ვუმხელ ამის შესახებ. გარეგნულად წყნარი, მშვიდი ვჩანვარ, შინაგანად კი ჯოჯოხეთს განვიცდი. ჩემმა მოძღვარმა მასწავლა - "გინდ სამოთხეში იყო, გინდ ჯოჯოხეთში, ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს გარეგნულად არ უნდა გამოვამჟღავნოთ, უვნებო უნდა ვჩანდეთ". ამ სასოწარკვეთილების მდგომარეობამ ექვს-შვიდ წუთს გასტანა, და შემდეგ ჩუმი ხმა მომესმა: "ღმერთს სურს, რომ ასე იყო", - და მაშინვე გონს მოვედი. ხოლო მე ამ ხმას ვუპასუხე: "ვინაიდან ღმერთს ასე სურს, იყოს ნება მისი; მხოლოდ შესაბამისი მოთმინება მომეცი". ამის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი კანკელის ღვთისმშობლის ხატთან მივედი, კანდელიდან ცოტა ზეთი ავიღე, ორ-სამჯერ იმ ადგილას წავისვი, სადაც ტკვილები მქონდა, და განვიკურნე". /ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი