წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 9 2022, 06:03 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერდიდი გერონტი, რომელიც მორჩილებისთვის იყო გაგზავნილი კალამიძონის მეტოქიონში, გახლდათ ნამდვილი დარაჯი და მცველი პირუტყვებიას. ყოველ საღამოს მიჰყავდა წყურვილის მოსაკლავად კალამიძონამდე, სადაც სასმელი წყლის წყარო მოედინოებოდა. როგორც კი მამა გერონტის ხმას გაიგონებდნენ "ელა, ელა" (რაც ქართულად ნიშნავს: მოდით, მოდით), ცხოველები მასთან მიდიოდნენ, დრუნჩებით მკერდზე გაეგლასუნებოდნენ და გაშორდებოდნენ.
როცა რომელიმე ცხოველი დაეკარგებოდა, მამა გერონტი წმინდა მოდესტის ევედრებოდა, მერე მიდიოდა და პოულობდა მას. როცა რომელიმე ცხოველი ავად გახდებოდა, იგი იმავე წმინდანს შესთხოვდა შეწევნას და პირუტყვიც მაშინვე იკურნებოდა. მამა გერონტი ძალზე მშვიდი იყო და ეშინოდა, რაიმეთი არ დაერღვია თავისი მოძღვრის კურთხევა, რის გამოც მისით აღფთოვანებული იყო მონასტრის მთლი საძმო. ერთხელ ძმებმა ჰკითხეს, - როგორ მიაღწიე ასეთ სიმშვიდესო, რაზეც ბერდიდმა უპასუხა: - როცა ერში ვცხორობდი, ჩემთვის ყველანი დამნაშავე იყვნენ - თხები, ცხვრები, ჯორები. ვნერვიულობდი, ვყვიროდი და მათ უსამართლოდ ვექცეოდი. თუმცა, ერთხელაც, როცა აქ მოვედი, მოვისმინე მოთხრობა წმინდა ბარლაამის შესახებ, რომელიც თავის ცხოველებს სცემდა, მაგრამ ღმერთმა ვირს ბაგენი გაუხსნა და მან ადამიანური ენით ჰკითხა: - რა დაგიშავე, რომ ასე მცემო? მაშინ ჩემში მოხდა სერიოზული ცვლილება და მას მერე ცხოველებს სიხარულით ვუვლი. ახალა ისინიც ხალისით მემორჩილებიან და ჩემს პირველ დაძახილზე მოდიან. ამ შინაგანი ცვლილების გამო ჩემს სულში სიმშვიდემ და სიხარულმა დაისადგურა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი