![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
იერუსალიმი, ქალაქი რომელმაც შვა სამი დიდი რელიგია, იცით რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ მსოფლიოს ნახევარზე მეტი ადამიანის რწმენით ცხოვრებას ფესვები იერუსალიმში აქვს, ცხოვრება კი გზაა, ამიტომ გზას იქ მივყავართ საიდანაც იწყება ყველაფერი.
შევეცადოთ აქ ის ფოტოები მოვათავსოდ რომელიც კარგი ხარისხისაა დიდ ზომასტან ერთად, განსაკუთრებით წმიდა ადგილები ![]() მაშ ასე, ყველა გზა იერუსალიმში მიდის. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
შოთა, შენ იცავდი არა ჯვრის მონასტრის ბერებს? ნახე რა გამოქვეყნდა "საპატრიარქოს უწყებანში"...
ჯვრის მონსატრის ფრესკები ისევ ზიანდება ორი წლის წინ, წმინდა მიწაზე, ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკა დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით მაშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II წერილი მისწერა იერუსალიმის პატრიარქს. ცოტა ხნის წინ, ქართველ მეცნიერთა მორიგი ექსპედიციის დროს ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალიამ ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ კედელზე არსებულ ფრესკაზე შენიშნა, რომ ძველი ქართული წარწერა გადაღებილი და ბერძნულით შეცვლილი იყო. XVII საუკუნის წმინდა სერაპიონის ფრესკის წარწერა „წმიდაი სერაპიონ“ გადაფხეკილი, კვალის დასაფარად კი შავი საღებავით გადაღებილი და ბერძნულით - „აგიოს სერაპიონ“ იყო შეცვლილი. მეცნიერებმა მოახერხეს ეს ფაქტი ფარულად გადაეღოთ. მონასტერში ქართული კვალის წაშლის პროცესი კარგა ხანია დაწყებულია. მეცნიერების, პატრიარქისა და მრავალი მეცენატის დახმარებით უკანასკნელ პერიოდში მოხერხდა 70-80-იან წლებში მონასტრიდან მოპარული და გაყიდული ფრესკების: „ელიას ამაღლება“, „ელია და ელისე“ და კიდევ 2 ქართული ხატის დაბრუნება. ამ ფრესკებისა და ხატების გაყიდვაში მონაწილეობას ბერძენი სასულიერო პირები კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა ქართველმა მეცნიერებმა მოიპოვეს ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს კედლიდან „ელიას ამაღლების“ მოჭრის პროცესი. ბევრი გამოსახულება და ქართული წარწერა, რომელის ჯერ კიდევ XX ს-ის დასაწყისში არსებობდა, ახლა გამქრალია. საბერძნეთის პატრიარქი დაჰპირდა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ მონასტერში კვლავ დაუშვებდნენ ქართველ სასულიერო პირებს; გარდა ამისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II წერილით მიმართა საბერძნეთის საპატრიარქოს. სამწუხაროდ, სიტყვიერი დაპირება არ შესრულდა, ქართველი ბერები არ მიიღეს. საქართველოს პატრიარქის წერილობითმა თხოვნამ შედეგი ვერ გამოიღო. ამ წერილში ასევე აღნიშნული იყო თხოვნა იერუსალიმის პატრაირქისადმი, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ქართველი ბერებისთვის მუდმივად მონასტერში ყოფნის უფლება მიეცათ, ანუ მონასტრის საძმოში მიეღოთ ქართველი ბერები. სამწუხაროდ, ამაზე პასუხი საქართველოს საპატრიარქოს დღემდე არ მიუღია. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 08:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი