უშვილობის ტვირთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უშვილობის ტვირთი |
marine |
Aug 4 2022, 08:40 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,395 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი ზოგ ოჯახს მრავალ შვილს უვლენს, ზოგს კი არცერთი არ ჰყავს, და ეს, უზენაესი განგებით, იმ მიზეზითა და მიზნით, რომ მათ სხვისი ობოლი გაზარდონ და ამით დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე. ხშირია შემთხვევები, როცა ქალს ექიმები იმედს გადაუწურავენ და იგი სხვის მიერ გაჩენილ, მიუსაფარ ბავშვს იშვილებს, მრავალმოწყალე ღმერთი კი, ამის წილ, მას შვილიერების კარს უღებს და საკუთარ შვილებსაც აჩენს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 15 2022, 08:27 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,395 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქრისტეს მიერ საყვარელო შვილო თ.
გეამბორები მამობრივი სიყვარულით და გისურვებ, რომ ღვთისმშობლის საფარველი გფარავდეთ შენც, პ.-საც და გ.-საც. წავიკითხე თუ არა შენი წერილი, დაუყოვნებლივ გწერ. სულაც არ აზროვნებ კარგად. თავად შენ ხარ შენი მწუხარების მიზეზი. თავად შენ იწვევ პრობლემებს საკუთარ თავთან. ნაცვლად იმისა, რომ თავი ინუგეშო, სიმშვიდე და მყუდროება გქონდეს, თავად შენ უკარგავ საკუთარ თავს ამ ყველაფერს. შეცვალე, შვილო, ეს გზა. უთხარი საკუთარ თავს: "თ., ნუთუ შენ პატრიარქ აბრაამზე უკეთესი ხარ?" ცხადია, რა. მიუხედავად ამისა, ღმერთმა მას მხოლოდ ერთი შვილი უბოძა - ისააკი. ასევე, ისააკსაც ერთი შვილი უბოძა - იაკობი (მეორე ხომ დასაბმელი იყო). როგორც ღმერთს ნებავს, რაც ღმერთს ნებავს და რამდენიც ღმერთს ნებავს. ყველაფერი ღმერთს მიანდე, შვილო, და ნახავ, რომ მყისვე დამშვიდდები, მაშინვე გაიხარებ და დაისვენებ. თუ ღმერთს ნებავს, რომ ერთი შვილი მომცეს, იყავნ ნება მისი. თუ ნებავს ორი ან უფრო მეტი, იყავნ ნება მისი. "ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ". "იყავნ სახელი უფლისაი კურთხეულ...". "აწ უკუე არ რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა". /ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 05:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი