წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 19 2022, 02:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერძენი მეფის ლევისა და პატრიარქ ათანასეს დროს კეთილკრძალულ ხუცეს თეოფანეს ეჩვენა წმ. ნიკოლოზი და დაავალა, სასწრაფოდ წასულიყო ხატმწერ აგისთან, რათა მას დაეწერა სამი ხატი - უფალ იესო ქრისტესი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა. ხატები შემდგომ თეოფანეს უნდა ეჩვენებინა პატრიარქისთვის.
როცა ხატები იყო მზად და თეოფანეს სახლში გადააბრძანეს, მასპინძელმა მოამზადა ტრაპეზი და სახლში მიიწვია პატრიარქი. დაინახა რა ხატები პატრიარქმა შეაქო უფლისა და ღვთის დედის ხატები, წმ. ნიკოლოზის ხატზე კი თქვა, რომ ის უბრალო ადამიანების - თეოფანეს და ნონას შვილი იყო და არ უნდა დაეყენებინა მისი ხატი უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გვერდით. დამწუხრებულმა თეოფანემ გააბრძანა წმ. ნიკოლოზის ხატი იმ ოთახიდან, დააბრძანა საპატიო ადგილზე და სთხოვა ერთ საეკლესიო მსახურს - მთელი ტრაპეზის განმავლობაში ლოცვით განედიდებინა წმ. ნიკოლოზი. ტრაპეზის დროს ღვინო გამოელიათ. შერცხვენის შიშით თეოფანე დაეხმოს მუხლებზე წმ. ნიკოლოზის ხატის წინაშე და სთხოვა დახმარება. ამის შემდგომ მასპინძელმა აღმოაჩინა, რომ ცარიელი ჭურჭელი შესანიშნავი ღვინით გავსებულიყო. მეორე დილით ვიღაც დიდებულმა სთხოვა პატრიარქს მასთან მისვლა, რათა მისი ბოროტი სულებით შეპყრობილ შვილისთვის წაეკითხა წმ. სახარება. როცა ისინი მიცურავდნენ ზღვით, დაიწყო საშინელი შტორმი, გემი გადაბრუნდა და ყველა წყალში ჩაცვივდა. დაიწყეს ლოცვა უფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმ. ნიკოლოზის მიმართ. მოულოდნელად გამოჩნდა წმ. ნიკოლოზი, ზღვაზე როგორც ხმელეთზე მავალი. ის მივიდა პატრიარქთან, მოკიდა ხელ, სიტყვებით: - ათანასე, ნუთუ შენ დაგჭირდა ჩემი, უბრალო ხალხის შთამომავლის დახმარება? მას შემდგომ, რაც გემი ამოაბრუნა და ყველა წყლიდან იქ აიყვანა, წმინდანი უჩინო იქმს. გემი მალე მივიდა კონსტანტინოპოლში. პატრიარქი მაშინვე გაეშურა წმ. სოფიას ტაძარში, ხალხი გააგზავნა თეოფანესთან და დაავალა, მიებრძანებინათ წმ. ნიკოლოზის ხატი. როცა ხატი მიაბრძანეს, პატრიარქი მის წინაშე მუხლებზე დაემხო და ცრემლებით უთხრა: - შევცოდე, მაპატიე წმიდაო ნიკოლოზ, მე ცოდვილს. უამბო რა წმ. ხატს პატრიარქმა და ყველა იქ მყოფმა წააბრძანეს ის წმ. სოფიას ტაძარში. შემდგომ დღეს მათ საფუძველი ჩაუყარეს კონსტანტინოპოლში ახალ ტაძარს წმ. ნიკოლოზის საპატივცემულოდ. როცა ტაძარი დასრულდა, ის სწორედ წმინდანის ხსენების დღეს აკურთხეს, რა დროსაც განიკურნა 40 სნეული კაცი და ქალი. ამის შემდგომ ბევრი სნეული მოდიოდა იქ: ბრმები, კოჭლები, კეთროვნები და წმ. ხატთან შეხებით იკურნებოდნენ, განადიდებდნენ რა ღმერთს და მის სასწაულმოქმედს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი