კიბე(ანუ კლემაქსი), იოანე სინელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კიბე(ანუ კლემაქსი), იოანე სინელი |
დავით ივერიელი |
Nov 21 2006, 12:21 AM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
იოანე სინელის წიგნი "კიბე" ეს არის ჩEმტვის მეორე სახარება და მეორე მოძღვარი... როგორც საკუთარი მოძღვარსი მამხლეს ცოდვაბში და მარცხვენს უფლის წინაშე იგიევს შვრება ეს წიგნიც... მინდა ნაწყვეტები მოვიყვანო აქ რათა გაგიზიაროთ ამ ჭიგნში გადმოცემული სიბრძნე მამა იონესი...
*მორჩილება არის ნების საფლავი და თავმდაბლობის აღდგომა *როცა მოძღვრის განკიტხვის ფიქრები მოდის, გაექეცი, როგორც სიძვას, და ამ გველს არანაირი ადგილი დაუთმო, არამედ უთხარი ვეშაპს:"ჰოი, მაცდურო! მე კი არა ვარ ჩემი წინამძღვრის მსაჯული, არამედ ის არის ჩემი მსაჯული, რადგან მე კი არ მიტვირთავს მისი ტვირთი, არამედ მან იტვირთა - ჩემი. *სიასნული ნათლისღების განმაახლებელია. სინანული არის ღვთის წინაშე ახალი აღთქმის დადება. მონანული ვაჭარი თავმდაბლობას ყიდულობს. *ვინც საკუთარ თავს გლოვობს, ის სხვას არ განიკითხავს არ არც დაცემის გამო განსჯის. *რამდენადაც ცეცხლი წვავს და ანადგურებს ფიჩხს, იმდენად წმინდა ცრემლები, იმდენად წმინდა ცრემლები უჩინარჰყოფს ყოველგვარ სულიერ შხამსა და ვნებას. *არ ენდო ცრემლებს, სანამ სრულიად არ განგწმენდს. ის ღვინო კი არა არის სანდო, რომელიც ეს-ესაა საწნახელიდან მოედინება, არამედ ის, რომელიც უკვე ზველია და არ არის გაფუჭებული. *როგორც სიბნელე უჩინარდება სინათლის გამოჩენისას, ისე უჩინარდება ყოველგვარი შფოთი და გუილსწყრომა თავმდაბლობის გამოჩენისას. *ერთხელ შევესწარი, მავანნი ვიღაცას რომ აძაგებდნენ გავუწყერი მათ და ვუთხარი, შეეწყვიტათ მსგავსი საუბარი. ამ ბოროტის მოქმედებმა კი მიპასუხეს, რომ ასე იმ პიროვნებისადმი სიყვარულისა და ზრუნვის გამო იქცეოდნენ. მე მივუგე:"თავი დაანებეთ ასეთ სისასტიკესა და ავ სიყვარულს, რათა არ გამტყუნდეს წინასწარმეტყველის სიტყვები:"რომელნი იტყუინ იდუმალ მოყვასისა თუისისა ძუირსა, ესე წარვდევნი"(ფსალმ. 100.5) *თუ ის გიყვარს, ილოცე მისთვის და ნუ აძაგებ, რადგან ლოცვით ღმერთი შეეწევა და შეიწყალებს. *განკითხვა მხოლოდშობილი ზის ღირსების მიტაცებაა და სულის დამღუპველია. *მრავლისმეტყველება ტახტრევანია, რომელზეც ზის თავს იწონებს ამპარტვანება. დანარჩენი მომავალში ... -------------------- მერე რა რომ . . .
|
marine |
Sep 28 2022, 08:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,153 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"164. "ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი" (მთ. 5.9), და ეს არც არის საკამათო. მაგრამ მე ვნახე კაცი, რომელმაც ორ ადამიანს შორის მტრობა ჩამოაგდო, და მას მე შევნატრი.
ამ ორ ადამიანს ერთმანეთის მიმართ სიძვა ამოძრავებდა. ბრძენმა და გამოცდილმა ბერმა კი მათ შორის სიძულვილი დათესა: ერთს მეორეზე უთხრა, შენზე ძვირს ამბობს და ცუდად ლაპარაკობსო. იმავეს ეუბნებოდა მეორესაც. ასე შეძლო ბერმა ადამიანური ხერხით ჩაეშალა ეშმაკის მზაკვრობა და სიძულვილით სიძვა დაამარცხა. (იოანე სინელი) უფალი მშვიდობისმყოფელ ადამიანებს ნეტარებს უწოდებს. მშვიდობისმყოფელობა - ადამიანებს შორის მშვიდობის დამყარება უდიდესი საღვთო საქმეა, მაგრამ აქ წმინდა მამას მოჰყავს ერთმანეთს შორის მტრობის ჩამომგდების მაგალითი. რატომ ჩამოაგდო გონიერმა ბერმა მათ შორის უთანხმოება? - მათ ერთმანეთთან სიძვისმიერი სიყვარული აკავშირებდათ და ამ გზით ორივე იხსნა სიძვის ცოდვისაგან". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 01:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი