მეფუტკრეობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეფუტკრეობა |
marine |
Apr 20 2022, 07:49 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აჭარული მასალით, კინტრიშის ხეობაში "ადამიანს პირველად ფუტკარი ხის ღრუში უნახავს, ხე გამოუმორავს და თაფლიან-ფუტკრიანად სახლში მოუტანია. თაფლისთვის რომ ფუტკარი ვერ მოუშორებიათ "ფუტი უკრავთ" (ფუტი დაუხრჩოლებიათ) და ასე დაუმონებიათ იგი. სახელი ფუტკარიც აქედან გაჩენილა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 151/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 7 2022, 08:48 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თაფლში დავარგებულ სულგუნს დამოუკიდებელი ყველის სახეობად ვერ განვიხილავთ. ეს არის სულგუნის ბაზაზე მიღებული ნაირსახეობა, როგორც შებოლილი სულგუნი, გამხმარი სულგუნი და სხვა. სულგუნის ბაზაზე უამრავი რამ კეთდება.
თაფლში ყველის დავარგება, სავარაუდოდ, მომთაბარე მწყემსების კიდევ ერთი გენიალური მიგნებაა. იალაღზე თვეობით მყოფ მწყემსს რძის პროდუქტების მოვლა და შენახვა ყოფითი გარემოსთვის უნდა მოერგო. სავარაუდოდ, ასეთ გარემოში იშვა თაფლში დავარგების და შენახვის ტექნოლოგიაც. ჩვენში რამდენიმე წლის წინ თაფლში სულგუნს არავინ ავარგებდა. რეცეპტი მოგვაწოდა სოფელ კოლხიდის მკვიდრმა, ვენია ჭედიამ - მასთან ქალბატონმა მანანა ტრენკლემ დაგვაკავშირა. ქალბატონმა ვენიამ გვიამბო, რომ სულგუნს დებდნენ თაფლში. თაფლი გარსს უკეთებს ყველს, ვაკუუმირებას ახდენს და მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს. თაფლით შემოგარსული ყველი ფართოდაა გავრცელებული და სულაც არ არის ტკბილი, თაფლის არომატი რჩება, მაგრამ სიტკბო არა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი