წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 9 2022, 05:41 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სოფელ ზორისოვკაში იყო დიდებული მოძღვარი - მაამ ნიკოლოზი.
მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ანგრევდნენ ტაძრებს და აპატიმრებდნენ სასულიერო პირებს; ერთხელ მამა ნიკოლოზი დღის მეორე ნახევარში გავიდა ეზოში. მას ეფარა ფეტრიანი ქუდი და ეცვა მსოაცმელი. ვიღაც ადამიანთა ჯგუფმა ჰკითხა: - სადაა მოძღვარი? სახლში? მოძღვარი მიხვდა, რომ არ იყო ღვთის ნება, თავი მათთვის გადაეცა, რაკი ის ვერ იცნეს. ამიტომ ხელით რაღაც მიმართულება მიუთითა და უთხრა, რომ მოძღვარი იქით წაიდაო, თვითონ კი გაიქცა სხვა მიმართულებით. იქ იყო საკმაოდ ფართო მდინარე, საკმაოდ ცივი პერიოდი იყო, არც ხიდი იყო, არც ტრანსპორტი, წყალი კი - ძალიან ცივი იყო. უცებ მან შენიშნა მეთევზე ნავით. ფრთხილად დაუძახა და თავისთან მოუხმო, მიანიშნა, რომ მეორე ნაპირზე უნდოდა გადასვლა. როდესაც მდინარეზე გადადიოდნენ, სადღაც შუაში მეთევზემ ჰკითხა მოძღვარს: - შენ ვინ ხარ? - დადგა მომენტი, როცა უნდა გამოცდილიყო ჩემი რწმენა. თუკი არ ვიტყოდი სიმართლეს მაშ რა ქრისტიანი ვიქნებოდი? მაგრამ თუ სიმართლეს ვიტყოდი, მაშინ მეთევზე ჩამახრჩობდა წყალში, რადგან იმ დროს ყველას შეეძლო მორწმუნე დაეჩაგრა". ქრისტეს ჭეშმარიტმა მოძღვარმა თავი ღმერთს მიანდო, დასახმარებლად წმ. ნიკოლოზს მოუხმო და თქვა: - მე მღვდელი ვარ! - მე კი მღვდელმთავარი ნიკოლოზი ვარ, - უთხრა "მეთევზემ", რის მერეც ის უხილავი გახდა, მამა ნიკოლოზი კი მოულოდნელად აღმოჩნდა მეორე ნაპირზე" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი