წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 11 2022, 07:24 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენს ოჯახში დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა შინამოსამსახურე კეთილმორწმუნე ქალი. მასთან ხელშეკრულება გვქონდა დადებული, რომელშიც შედიოდა მისი დაზღვევის უზრუნველყოფაც.
როცა ქალი დაბერდა ის ნათესავებთან გაემგზავრა საცხოვრებლად. როდესაც პენსიების შესახებ ახალი კანონი იქნა მიღებული, მოხუცი დოკუმენტებისთვის გვეწვია, რომლებიც პენსიის ასაღებად იყო საჭირო. მე გულდასმით ვინახავდი ამ საბუთებს, მაგრამ როცა მოვძებნე, ვერაფრით მივაგენი. სამი დღე ვეძებდი ამ დოკუმენტებს - გადავაბრუნე ყველა ყუთი და კარადა - ყველაფერი ამაოდ. როდესაც მოხუცი კვლავ მოვიდა, მას დამწუხრებულმა ვაუწყე რაც შემემეთხვა, ქალი ძალიან განერვიულდა, მაგრამ სიმდაბლით თქვა: - მოდი წმ. ნიკოლოზის მიმართ ვილოცოთ, რათა ის დაგვეხმაროს და თუკი მაშინაც ვერ ვიპოვით საბუთებს, მომიწევს შევეგუო, რომ პენსია დავკარგე. საღამოს გულმოდგინედ ვილოცეთ წმ. ნიკოლოზის მიმართ და იმავე დღეს მაგიდის ქვეშ კედელთან შევნიშნე გრაგნილი. ეს იყო სწორედ ის დოკუმენტები, რომლებსაც ვეძებდი. როგორც აღმოჩნდა, საბუთები საწერი მაგიდის უფრიდან გადავარდა უკან და მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, რაც მხურვალედ ვთხოვეთ წმ. ნიკოლოზს. ყველაფერი კარგად დასრულდა - ჩვენს მოხუცს დაენიშნა პენსია. ასე გვიხსნა წმ. ნიკოლოზმა და მსწრაფლ დაგვეხმარა ჩვენი განსაცდელისას" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი