წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 16 2022, 04:57 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენს ქალაქ ბრესტში რამოდენიმე წლის წინ მოხდა ასეთი სასწაული:
ერთი ქალი გაემგზავრა ჟიროვიჩესკის მონასტერში, ტაძრის დღესასწაულზე - ჟიროვიჩესკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ხსენების დღეს. უკვე ტაძართან კი ქალს გაახენდა, რომ დაავიწყდა კარის დაკეტვა. ის მარტოხელა იყო და ვერც ვერავის დაურეკავდა. მონასტერში შევიდა თუ არა ტაძარში სირბილით მიუახლოვდა წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატს და სთხოვა, სანამ ის ტაძრის დღესასწაულზე იქნებოდა, დაეცვა მისი სახლი. ამის მერე დაავიწყდა კიდეც თავისი პრობლემა. იმ დღეს ამს დიდი სიხარული დაეუფლა. ბრესტში დაბრუნებისას მას გაახსენდა, რომ სახლი ღია დარჩა და ღელვამ შეიპყრო. სირბილით მივიდა სახლთან, შევიდა ღია კარში - ხედავს, ყველაფერი ადგილზეა და შვებით ამოისუნთქა. უცებ სახლში მეზობელი შევიდა (ურწმუნო ქალი) და უთხრა - მომისმინე, გუშინ შენთან შემოვიარე, აქ კი მოხუცი დამხვდა. ვკითხე: - სადაა ჩემი მეზობელი-მეთქი, მან კი მიპასუხა: - ის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თაყვანის საცემად გაემგზავრა, მე კი მთხოვა, სახლისთვის მიმეხედაო. ქალმა თავზე ხელი იტაცა - გაახსენდა, რომ სახლს დაცვა წმ. ნიკოლოზს სთხოვა და წმ. ნიკოლოზის ხატი მიუტანა მეზობელს - ეს კაიც დაგხვდა სახლში? მეზობელმა დაუდასტურა. აი ასეთი სასწაული აღასრულა ჩვენმა საყვარელმა წმ. ნიკოლოზმა ჩვენს დროში". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი