წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 16 2022, 06:43 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემი ბებოს სოფელში ცხოვრობდა ერთი უღმერთო კაცი. ომამდე ის ჩინოვნიკი იყო და ამიტომ მაცხოვრებლებისთვის ხელისუფალივით იყო. ის შედიოდა რომელიმე სახლში და მბრძანებლობდა: - "ხატი მოაშორეთ! კიდევ რომ დავინახო ხატები, წაგართმევთო".
მას ჰყავდა მორწმუნე ცოლი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ხატებს ოთახებში ვერ აჩენდა. ომიდან ეს კაცი სხვა ადამიანად დაბრუნდა. დღისით შევიდა სოფელში, მიესალმნენ, მან კი მდუმარედ გააგრძელა გზა სახლისკენ, მხოლოდ მეზოებლებს დაუქნია თავი. მას მთელი ბრბო მიჰყვებოდა, ბავშვებიც მისდევნენ, ის კი სულ არ ჩერდებოდა. შევიდა სახლში და ცოლს ჰკითხა: - სად გაქვს ხატები? ქალი სახის გამომეტყველებით მიხვდა, რომ აღარ უნდა დაემალა: - სხვენში, - უპასუხა. ჯარისკაცმა ჩამოიტანა ხატები, გაწმინდა და თაროზე დააბრძანა. დაეცა მათ წინაშე მუხებლზე, მიწამდე ხრიდა თავს. მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო მისალმება, მოკითხვა და ხალხის გადაკოცნა. ხალხი, რა თქმა უნდა, გააოცა უღმერთოს ასეთმა გარდასახვამ. ფრონტზე კი მას ასეთი რამ შეემთხვა, რამაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა: ერთი ბრძოლის შემდგომ ის გონს მოეგო კანტიზიანი თუ დაჭრილი, მინდორზე თუ ტყეში - კარგად არ ახსოვდა. არც თავისიანები ჩანდნენ და არც გერმანელები. სად გაქრნენ, ვერ მიხვდა. მიდამოც უცნობი იყო. ადგა ჯარისკაცი და რაღაც ბილიკს გაუყვა. შემოხვდა მას ვიღაც და ჰკითხა: - შენ იმ სოფელში აღარ წახვიდე იქ ფაშისტები არიან. კეთილი კაცო, აი იქით წადიო. - და უჩვენა გზა. მიუბრუნდა ჯარისკაცი, რომ სოფლის სახელი ეკითხა, მაგრამ მგზავრი გამქრალიყო. მიაღწია მან სოფელს, და მართლაც, იქ მისი ნაწილი იყო გაჩერებული. მივიდა ხელმძღვანელთან. შევიდა სახლში, იქ კი თაროზე ის უცნობი მგზავრი დაინახა - ეს წმ. ნიკოლოზის ხატი იყო. როგორც აღმოჩნდა, თავად წმ. მღვდელმთავარმა უჩვენა გზა. ეს შემთხვევა სამუდამოდ აღიბეჭდა მის გულში. მთელი დარჩენილი ცხოვრება ის მსახურობდა სოფლის ტაძარში - ჯერ დარაჯად, შემდგო კი მნათედ" /დეკანოზი სერგეი (ნიკოლაევი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი