წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 17 2022, 09:44 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1992 წელს ბაზრობაზე ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, რომ ხატს ჰყიდდა ორი კოლოფი სიგარეტის საფასურად. ასეთ ხატებს მკერდზე ატარებენ მღვდლები - ზემოთ უფლის ხელთუქმნელი ხატია, ქვემოთ კი - წმ. ნიკოლოზის. ის იყო ლითონის, გაცვეთილი. ჩანდა, რომ იყო ძალიან ძველი. სიგარეტი არ მქონდა და ეს ხატი ფულით ვიყიდე. მაშინ ტაძარში ჯერ კიდევ არ დავდიოდი. ამ ხატს გულით ვატარებდი, როცა მძიმე დღე მქონდა; კერძოდ, 1993 წელს გამიშვეს ცხელ წერტილში, საიდანაც მშვიდობით დავბრუნდი სახლში.
1997 წლიდან დავიწყე ტაძარში რეგულარული სიარული. მაშინ ვაკურთხებინე კიდეც ეს ხატი. ერთხელ მთხოვეს ელექტროდგუშის გაყვანილობის შეკეთება. როცა მოვრჩი მუშაობას გადავწყვიტე შემოწმება, თუ იყო ქსელში დენი. მოვკიდე ხელი მილს და არ ვიცოდი, რომ აპარატს დენი გადაჰქონდა. დენის გავლენით მე ოროვე ხელი მომეკრუნჩხა. ჩემს სხეულში დენმა გაიარა. დამეწყო ძლიერი ძაგძაგი. ამავე დროს, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ნაწილებად მშლიდნენ. რამოდენიმე წამის შემდგომ ვიგრძენი, რომ ზემოთ ვმაღლდებოდი. დაახლოებით 2-3 მეტრი სიმაღლიდან მე დავინახე საკუთარი სხეული, რომელიც ძლიერ ძაგძაგებდა. არავითარი აზრი არ მომდიოდა, მხოლოდ - შიში; და უცებ გამიელვა: საჭირო იყო, როგორმე ხელები მომეგლიჯა დენის გადამტანი ნაწილებისგან. მართლაც ხელები მოწყდა თუ არ მათ, რაღაც ძალამ გადამაგდო. მე დავეცი, და როცა წამოვდექი მაშინვე გამახსენდა წმ. ნიკოლოზის ხატი. მე გავიხსენი პერანგი - ხატი მკერდზე მქონდა. გონებაში წარმოვთქვი წმ. ნიკოლოზის ლოცვა. შემდგომ შევხედე ჩემს მარცხენა ხელს, რომელშიც ძრავი მეჭირა. ორი თითი დამწვარი მქონდა დენისგან, მათ შორის ერთი - თითქმის ძვლამდე. შემდგომ შევედი იმ სახლში, რომლის ეზოშიც ვმუშაობდი და ერთ-ერთ ოთახში დავინახე წმ. ნიკოლოზის ხატი. ამის მერე წამოვედი ტაძარში. ამ დროიდან დავრწმუნდი წმ. ნიკოლოზის სწრაფშემწეობაში - მე ხომ სასწაულით დავრჩი ცოცხალი" /ვ. ლობივი, ვოლგოგრადი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი