IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია
marine
პოსტი Mar 31 2022, 09:43 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,204
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართული ეროვნული სამზარეულო მრავალფეროვანია. ქართული კერძების მრავალფეროვნებას ჯერ კიდევ ძვ.წ.-ის V-IV საუკუნეებში ქსენოფონტე აღნიშნავდა. რძის პროდუქტებიდან მაღალი გემოვნებითი თვისებებით გამოირჩეოდა თუშური გუდის ყველი და მეგრული სულუგუნი. ჩვეულებრივ, სულუგუნი გადახარშულ-გადაზელილი ყველია. ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებული ყველის ნაირსახეობა - სულუგუნი კოლხეთის დაბლობში ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ არის შექმნილი და მისი შექმნის მიზეზი ხანგრძლივად შენახვის საჭიროება იყო. არ შეიძლება არ დავასახელოთ საცივი, ხინკალი, გოზინაყი და ჩურჩხელა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 358/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Oct 30 2022, 08:37 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,204
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცხადია, კვლევა დღემდე არ შეჩერებულა. მაგალითად, შარშან აღმოვაჩინეთ აჭარული ყველის სახეობა - წყალდასხმულა, რომელიც, მომზადების ტექნოლოგიით ძალიან ჰგავს სვანურ ნარჩვს - მის მსგავსად იტკეპნება თიხის ჭურჭელში და რამდენიმე თვის მანძილზე ვარგდება, მაგრამ ნარჩვისგან განსხვავებით ხაჭოპროდუქტია. დავარგების დროს ისე ქვავდება, ამოღება ჭირს, ამიტომ, მოსარბილებლად მდუღარე წყალს ასხამენ და შემდეგ ამოიღებენ კოვზით. წყალდასხმულა ამიტომ ჰქვია. ამ ყველს აჭარაშიც ძალიან ცოტა იცნობს. მაღალმთიან სოფელ ქედში მივაგენით შემთხვევით. რაც უფრო მაღალია სოფელი, ეთნოლოგისთვის ოქროს საბადოა, რადგან ასეთ ადგილებში ჯერ კიდევ ცოცხლობს ჩვენი ეთნოლოგიური წარსულის ფრაგმენტები.

ქართული ყველის თემა ამოუწურავია. თვალის ერთი შევლებით, ქვემო ქართლს ყველის არანაირი განსაკუთრებული სახეობა არ აქვს. გავრცელებულია გუდის ყველის მსგავსი ტიპური სუფრის ყველი, საქონლის რძისგან დამზადებულ ყველის დიდ თავებს ტომარაში აკეთებენ, თუმცა, ქართლში გვხვდება კიდევ ერთი, უცნაური სახეობის ყველი - დომხალი. მას გაწურული მაწვნისგან ამზადებენ - ძალიან დიდხანს იხარშება ცეცხლზე, ვიდრე ოქროსფერს მიიღებს, შემდეგ, თავს დააფარებენ და ინახავენ სარდაფის ტემპერატურაზე. ძირითადად წვნიანებში გამოიყენება. შეგიძლიათ პურზე კარაქივით წაისვათ და ისე მიირთვათ.

ხულოს რაიონში სრულიად შემთხვევით გადავწყდი ყველის სახეობას, რომელსაც დამპალ ყველს უწოდებენ. ეს არის ობმოკიდებული თეთრი ყველი, კარაქის შიგთავსით. საგემოვნო თვისებებით ძალიან ჰგავს ფრანგულ „კამამბერს“. ამ სახეობის ყველი მხოლოდ ოჯახებში მზადდება და ქართულ ბაზარზე არ გამოაქვთ; აჭარაში აკეთებენ კიდევ ერთ უგემრიელს ყველს, „შუშველას“. შუშველაც მხოლოდ ოჯახებში მზადდება და ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი“.

/"კარიბჭე" N11, 2022, გვ.43/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია   Mar 31 2022, 09:43 PM
marine   "ქართველი ერის ერ...   Apr 1 2022, 04:20 PM
marine   "ჯავახეთს საქართ...   Apr 3 2022, 02:25 PM
marine   "ქართულ ენაში არი...   Apr 4 2022, 01:59 PM
marine   "სულუგუნი, მაღალი...   Apr 7 2022, 01:52 PM
marine   "თხის რძის ყველი ...   Apr 7 2022, 02:22 PM
marine   "იმერხეველებისთ...   Apr 7 2022, 02:37 PM
marine   "ლ. დეკაპრელევიჩი...   Apr 13 2022, 08:59 PM
marine   "სვანეთში რბილი ხ...   Apr 19 2022, 07:23 PM
marine   "ღომი, ქართველთა ...   Apr 19 2022, 07:44 PM
marine   "სიმინდი ამერიკუ...   Apr 19 2022, 08:21 PM
marine   "ღომი - კარამდე, მჭ...   Apr 19 2022, 08:37 PM
marine   "მხალი [ფხალი] მცე...   Apr 21 2022, 10:04 PM
marine   "კოლხეთის ჭაობის ...   Apr 24 2022, 01:16 PM
marine   "ყურადღებას იქცე...   Apr 24 2022, 02:22 PM
marine   "დასავლურ ქართულ...   Apr 25 2022, 08:11 PM
marine   "ივ. ჯავახიშვილის...   Apr 27 2022, 09:42 PM
marine   "მწვანილი აუცილე...   Apr 28 2022, 01:30 PM
marine   "ლავაში თხელი, და...   Apr 30 2022, 04:53 PM
marine   "სამცხეში შუაში გ...   Apr 30 2022, 05:57 PM
marine   "საქართველოში პუ...   May 1 2022, 03:52 PM
marine   "[ქართლსა და კახე...   May 1 2022, 04:23 PM
marine   "შრატის ფაფა ღარი...   May 2 2022, 08:00 PM
marine   "შებოლვის თავისე...   May 4 2022, 07:58 PM
marine   "გაფართოებული პო...   May 4 2022, 09:06 PM
marine   "იმერეთსა და რაჭა...   May 5 2022, 12:54 PM
marine   კუბად - კუბდარი "1 ...   May 5 2022, 07:33 PM
marine   ლუცფექ - წყალფქვილ...   May 5 2022, 07:50 PM
marine   ლღერღილ - სვანური ლ...   May 27 2022, 09:11 PM
marine   "საქართველო მდიდ...   Jun 4 2022, 01:51 PM
marine   "სუნს ხომ შეუძლია...   Jul 6 2022, 11:53 AM
marine   "[ეპისკოპოსი დავი...   Jul 7 2022, 03:36 PM
marine   "კავკასიას, მსოფლ...   Aug 27 2022, 10:25 PM
marine   "ქართველისთვის პ...   Sep 6 2022, 08:45 PM
marine   "თაფლში დავარგებ...   Oct 7 2022, 08:47 PM
marine   "დღეს იმერული ყვე...   Oct 29 2022, 10:17 PM
marine   „ცხადია, კვლევა დღ...   Oct 30 2022, 08:37 PM
marine   "არქანჯელო ლამბე...   Nov 5 2022, 05:09 PM
marine   "არქანჯელო ლამბე...   Nov 19 2022, 03:51 PM
marine   "პურობისას დიდი მ...   Dec 16 2022, 09:41 PM
marine   "ძველ საქართველო...   Jan 11 2023, 08:18 PM
marine   "ლობიოს სამშობლო...   Jan 12 2023, 09:43 PM
marine   "Georgian traditional pie made of cheese - ...   Feb 4 2024, 09:52 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 05:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი