წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 3 2022, 03:53 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„წიგნზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო, როცა სვეტიცხოველში, ახლობლის ჯვრისწერაზე, გავიცანი სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ქალბატონი ინგა ძიძიკაშვილი, რომელმაც, მამა გაბრიელის მეოხებით, საკუთარი განკურნების საოცარი შემთხვევა მიამბო. დამაკავშირა ასევე პიროვნებასთან, ვის თავსაც აღსრულებულა კიდევ ერთი უდიდესი სასწაული... ახალგაზრდა ქალმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, აი, რა გვიამბო:
დაბადებიდან ნაკლებად შესამჩნევი სქოლიოზი მქონდა, გარდატეხის ასაკში კი თანდათან კუზი დამეტყო და მთელმა სხეულმა მკვეთრი დეფორმაცია განიცადა - კისერი ჩამივარდა, საერთოდ აღარ მქონდა კისერი, კუზის მხარეს მხარი ამომეწია. როცა ვწვებოდი, სიცარიელეს ვგრძნობდი, რადგან ხერხემალი შევარდნილი იყო და ზურგი მტკიოდა ხოლმე. ამ ჩემი მდგომარეობის გამო ძალიან დავკომპლექსდი - ხალხს ვერიდებოდი, თანატოლებთანაც კი აღარ ვურთიერთობდი. რატომღაც, შინაგანად მწამდა, რომ მამა გაბრიელის მადლი განმკურნავდა. ერთხელ გავიგე, ვიღაც ხეიბარი ბიჭი მიუყვანიათ მის საფლავზე და იქიდან საღსალამათი წაუყვანიათ. მეც წამიყვანეს და დაჩოქილი - მთელი გულით ვევედრებოდი... მამა გაბრიელის საფლავი რომ გაიხსნა, არ წავედი, ვერ კი არა, არ წავედი, რადგან ხალხში გამოჩენა არ მინდოდა. აღმოყვანების დღეს, რეპორტაჟს რომ გადასცემდნენ, ტელევიზორის წინ დავიჩოქე და ცრემლებით შევთხოვდი განკურნებას, თან ხელს ვადებდი, ეკრანზე რომ ჩნდებოდა მისი წმ. ნაწილები და ვისვამდი ბეჭებზე და მთელ სხეულზე. უეცრად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, თითქმის ყველა ძვალი ერთიანად ამტკივდა (მანამდე არანაირი ტკივილი არ მქონია). ეს ტკივილი რამდენიმე თვე გრძელდებოდა, მე კი გამაყუჩებლის ერთი აბიც არ დამილევია - შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს სასიკეთო ძვრები იყო... მართლაც, ხერხემალი თანდათან გამისწორდა, მხარიც ჩვეულებრივი გახდა, კისერიც ამომეწია, 12 სანტიმეტრი მოვიმატე სიმაღლეში. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, უკვე სხვაგვარად შევხედე ცხოვრებას... მამა გაბრიელის დახმარებით შესანიშნავი ოჯახი შევქმენი და ძალიან ბედნიერი ვარ. ენით გამოუთქმელი მადლობა უფალს, მამა გაბრიელის მეოხებით რომ განმკურნა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი