"ტყე შეუნახე შვილებსა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ტყე შეუნახე შვილებსა" |
marine |
Jan 31 2018, 11:35 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატრიარქი ბრძანებს, რომ უპირველესი საზრდო სულიერებისა - ეს არის ტყე და ულამაზესი გარემო, რასაც ბუნება ქმნის. ტყეში, ამ ხელთუქმნელ ბუნებრივ გარემოში ყველაფერი ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან: მიკროორგანიზმები, ნიადაგი, ბალახი, ფრინველი, ნადირი, ხე, ბუჩქი...
ტყე იყო და არის ხელოვნების, მუსიკის, პოეზიის, მხატვრობის შთაგონების წყარო. ჩვენი პატრიარქი უდიდესი ქომაგია ბუნებისა. მას განსაკუთრებით უყვარს კვიპაროსი - მწვანე სანთლებს უწოდებს. ერის ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ბუნებისა და ტყის მიმართ. თუნდაც საპატრიარქოს ეზო გახლავთ მცირე ზომის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უზარმაზარი სითბოთი და რუდუნებით არის შექმნილი. შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ ეკლესია-მონასტრები ძირითადად ისეთ ადგილებშია გაშენებული, რომლებიც მშვენიერი ბუნებით და ტყის საფარით გამოირჩევა. შეიძლება პირიქითაც იყოს. ქართველი კაცი ეკლესიის მიმდებარე ტყეებში ერიდებოდა გარკვეულ სამეურნეო საქმიანობას, ეს ხელს უწყობდა ამ ტერიტორიების გატყევებას. ამიტომაც იმ ადგილებში, სადაც ეკლესიები შენდებოდა, ნელ-ნელა ხდებოდა ტყის წარმოქმნაც. ტყეებში დღესაც შემორჩენილია ეკლესიათა და სალოცავთა ნაშთები, ნანგრევები, ომიანობის დროს მოსახლეობის უმრავლესობა თავს ტყეს აფარებდა. ქართული სულიერებიდან გამომდინარე, ქართველი კაცი თავის საცხოვრისთან, ტყეში აგებდა ნიშას, ეკლესიას და ა.შ." /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაგოშიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 3 2022, 04:09 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„არის ადგილები, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ, მაგრამ თავად ღმერთი ზრუნავს ბუნებაზე, სადაც მხეცები ბინადრობენ თავიანთ სოროებში, სადაც გლეხი ზის ვირზე ან ჯორზე, ბილიკს მიყვება და ჩუმად, ცხვირში ღიღინებს თავის დარდზე. ადგილები, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ხეების მარჩდილოებელი ფოთლებით და ჩიტების ჭიკჭიკით. და როცა ასეთ ადგილებში საავტომობილო გზები იგება, ტირის და ქვითინებს ადამიანი, მოყვარული თავისი დედისა - დედამიწისა. ჩვენს მამებს შესაწუხებლად ენანებოდათ ის მტვერიც კი, რომელზეც დადიოდნენ, ხოლო ჩვენ დაუნდობლად მოვასწორებთ ბულდოზერებით იმ ადგილებს, სადაც ღმერთი თავის ზვინივით მიმოაბნევდა მიწას და ააგებდა ბორცებსა და მთებს.
როცა ვხედავ მთაწმინდაზე ჩვენი კომფორტისთვის დაგებულ ფართო გზებს, ასე მგონია, რომ ბებერი ათონის ხერხემალი დავასახიჩრეთ. ასე ხდება ყოველი ახალი გზის გაყვანისას: ჯერ მას ბუჩქების კაფვით ვიწყებთ, ხოლო შემდეგ უძველესი ხეებიც კი იჭრება. ძველად ხეებს ცულით ჭრიდნენ და ჭრის ეს მეთოდი მტკივნეული იყო როგორც ხის, ისე ხის მჭრელისთვის. ნაჯახს მეტი თანაგრძნობით ასწევდა და დასწევდა. დღეს კი სასტიკი ბენზინის ხერხი თითქოს ქიმიურ ომს აწარმოებს ტყის სამეფოს წინააღმდეგ: ხედავ, როგორ ლერწამივით ქანაობენ მაღალი მუხები და მანქანების ხმაური ნებას არ გვაძლევს, ბუნების კვნესა გავიგოთ. გზის ერთ-ერთი გაყვანის დროს წინ ძველი ჭადარი გადაგვეღობა. იღუმენმა თქვა: -ბიჭებო, არ შეგიძლიათ, გარშემო რომ შემოვუაროთ? შეხედეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბებერია, მაინც ყვავის. -არანაირად არ შეიძლება, - უთხრეს ხიმ მჭრელებმა. წინამძღვრის თხოვნას პატივი არ სცეს, სენტიმენტალურობის გამოვლინებად მიიჩნიეს. ბენზინის ხერხმა უზარმარზარი ხის გადაჭრა დაიწყო. შუაში რომ მიაღწია, ხიდან რომელიღაც პატარა ცხოველის ტკივილიანი ყვირილი გაისმა. მალევე, ჭადარი ხმაურით მიწაზე დაეცა, შემდეგ კი ყველამ დაინახა ტყის პატარა ცხოველის შვილებისადმი სიყვარულის და სიკვდილამდე თავგანწირვის სცენა. მას სორო მოეწყო ახლადგადაჭრილი ხის ფუღუროში. მიუხედავად საშინელი მანქანის ხმაურისა, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად კი არ გაიქცა, არამედ შვილებს ზემოდან არწივივით გადაეფარა, რათა დაეფარა და დაეცვა ისინი, სრულიად დაუცველნი ხერხის კბილების წინაშე. უბედური დედა მუცელში სასიკვდილოდ იყო დაჭრილი და გამოსამშვიდობებელი ამბორის ნაცვლად შვილებს თავის სისხლს აპკურებდა. ყველა ღრმად შეგვძრა პატარა ცხოველის თავგანწირვამ, მაგრამ უშედეგო იყო ჩვენი მცდელობა, მას დავხმარებოდით. ეს დედა იყო ტყის თაგვი“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი