წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 5 2022, 04:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ფარასასა და მეზობელ სოფლებში მამა არსენის [კაბადოკიელი] გარდა, ექიმი არ ჰყავდათ, ის იყო მათი მასწავლებელი და სულისა და ხორცის მკურნალი. რა თქმა უნდა, ავადმყოფებს რეცეპტებს არ უწერდა, ლოცვებს უკითხავდა და ისინი იკურნებოდნენ.
თუ ავადმყოფი მძიმედ იყო ავად, ანდა შორს ცხოვრობდა და შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მაამ არსენთან მიეყვანათ, მაშინ ჰაჯი-ეფენდისთან სნეულის რაიმე საგანს, ანდა სამოსს გზავნიდნენ და ის მასზე ლოცვას კითხულობდა. ავადმყოფი რწმენით და კეთილმოკრძალებით ჩაიცვამდა სამოსს და იკურნებოდა. ხშირად ადამიანების სანუგეშოდ იგი ლოცვას წერდა ქაღალდზე და სნეულს უგზავნიდა, ისიც ამ ლოცვას დაკეცილს და ქისაში ჩადებულს კისერზე იკიდებდა. რადგანაც ადამიანები ბევრი და სხვადასხვა ავადმყოფობით იყვნენ ავად, მამა არსენი ზოგჯერ ვერ ნახულობდა შესაბამის ლოცვას და ამ მიზნით დავითნიდან ფსალმუნს კითხულობდა. სახარებას ჩვეულებისამებრ მხოლდ ყველაზე სერიოზულ შემთხვევაში უკითხავდა - ბრმებს, მუნჯებს, ანდა ეშმაკეულებს. თუ დაინახავდა, რომ კაცი ხორცით და სულიერად ავად იყო, მაშინვე არ კურნავდა, არამედ სთხოვდა, მასთან რამდენჯერმე მისულიყო და მხოლოდ მაშინ, როცა სულს განუმრთელებდა, ლოცვას წაუკითხავდა და სასწაულებრივად ჰკურნავდა სხეულსაც. კურნებისთვის მამა არსენი, ბუნებრივია, ფულს არ იღებდა, თითსაც არ აკარებდა და ამბობდა: "ჩვენი რწმენა არ იყიდება". ერთხელ ერთი ახალგათხოვილი ეშმაკეული თურქი გოგონა მიუყვანეს. იმ დღეს მამა არსენი დაყუდებული იყო (ოთხშაბათ-პარასკევს ლოცვისთვის ჩაიკეტებოდა და არავის იღებდა) და გოგონას ახლობლებმა ეკლესიის მამასახლისს სთხოვეს შუამდგომლობა. ეშმაკეული შეკრული იყო, მაგრამ მისი გაკავება უჭირდათ. მამა არსენმა ისინი მიიღო და ეშმაკეულის გახსნა ბრძანა. როგორც კი გახსნეს, გოგონი მივარდა მამა არსენს და ფეხზე უკბინა. მამა არსენმა ხელთნაჭერი სახარება ქალს თავზე სამჯერ მსუბუქად ჩაუკაკუნა, სნეულისგან ეშმაკი გამოვიდა. ქალი მუხლებზე დაეცა, ატირდა და კრძალვით დაუწყო ამბორი ბერის ნაკბენ ფეხს. მამამისიც მაშინვე მუხლებზე დაემხო და მამა არსენს შეევედრა, მისგან მადლიერების ნიშნად ფულით სავსე ქისა მიეღო: - აიღე, ეს ყველაფერი შენია, რადგანაც შვილი გადამირჩინე! მამა არსენმა ის ფეხზე წამოაყენა და მტკიცედ უთხრა: - შენთვის დაიტოვე, ჩვენი რწმენა არ იყიდება". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი