წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 18 2022, 09:53 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა სერაფიმესთან დივეევოში ვიყავი რამდენჯერმე, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ უშუალოდ გამოჩნდა მამა სერაფიმეს დახმარება.
ეს მოხდა ზამთარში: მე მძიმე ბრონქიტის შემდგომ გავემგზავრე დივეევოში - 20 გრადუსი ყინვა გამეფებულიყო. იქ მოვისმინე საოცარი ისტორია: მომლოცველთა ერთი ჯგუფი წმ. წყაროში ჩავიდა, ზოგი ფოტოებს იღებდა, გარკვეული დროის შემდეგ ერთ-ერთი დაბრუნდა მზა ფოტოთი, რომელზეც ცაში ღირსი სერაფიმეს უზარმაზარი ფიგურა იყო გამოსახული, რომელიც ჯვრით ხელში იყო, რომელმაც ჯვარი წმიდა წყაროში დაფლა. ეს რომ გავიგე სასწრაფოდ შევიძინე კვართი და სუნთქვაშეძრული გაყინულ წყაროში ჩავედი. თითქოს გავთბი და სიხარულითაც ავივსე! რა მადლიანი მდგომარეობა იყო. ჩემი ავტობუსი ამასობაში წასულყო, თუმცა არ მინერვიულია - რწმენით ვიყავი. მართლაც ავტობუსი მობრუნდა ჩემს გამო და არც არავის უსაყვედურია ჩემთვის, დრო რომ დავაკარგინე. ჩემი ხველება კი უგზოუკვლოდ გაქრა მომენტალურად. აი, ასე გამაგზავნა მამა სერაფიმემ თავის წყაროზე. ღირსო მამაო სერაფიმე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი